|
2015-02-20 14:46:28, 1073 ნახვა
პოლიტიკა
ფილიპ ბრიდლავი: აღმოსავლეთ უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების პირობები ირღვევა
„ის, რომ 12 თებერვლის სამშვიდობო შეთანხმების პირობები ირღვევა ცხადია“,-ამის შესახებ ევროპაში ნატოს ძალების მეთაურმა ფიპილ ბრიდლავმა მინსკში მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით განაცხადა. ბრიდლავის თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში სამშვიდობო პირობების შეთანხმების დარღვევას დებალცევოში განვითარებული მოვლენები მოწმობს. „ის, რომ 12 თებერვლის სამშვიდობო შეთანხმების პირობები ირღვევა ცხადია, მას დებალცევოში განვითარებული მოვლენები მოწმობს, სადაც ცეცხლი არ შეწყვეტილა და საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. სეპარატისტები რუსეთმა კარგად შეაიარაღა, ისინი იყენებენ საარტილერიო ცეცხლს და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას. ეს არის ძლიერი ძალა, რომლებსაც რუსეთის დახმარებით აღმოსავლეთ უკრაინაში შეჭრა შეუძლია, თუმცა ჩვენ ვერ ვივარაუდებთ რა გეგმები აქვთ მათ. ჩვენ მხარეებს კვლავინდებურად ცეცხლის შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ“,-განაცხადა ფილიპ ბრიდლავმა. შეგახსენებთ, რომ მინსკში მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუს სეპარატისტებს და უკრაინელ სამხედროებს შორის საბრძოლო დაპირისპირება არ წყდება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)