|
2016-04-15 21:03:32, 599 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო, რომ პრემიერის პოსტზე ჩემი კანდიდატურა ყოფილიყო წარდგენილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიაშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც პრემიერმა მედიის წარმომადგენლებთნ შეხვედრაზე აღნიშნა, მას ყოფილ პრემიერთან ნორმალური და კონსტრუქციული ურთღიერთობა აქვს. ამასთან, პრემიერის განცხადა, ყოფილი პრემიერი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, მას აქვს მორალური უფლება საკუთარი მოსაზრებები გამოთქვას და პარტიას მხარი დაუჭიროს. „ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი დღევანდელ პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია. მე არ ვაპირებ იმის თქმას, რომ ეს ასე არ არის. მე მაქვს მასთან ძალიან, ნორმალური და კონსტრუქციული ურთიერთობა. ჩემი დამოუკიდებლობის შეფასება ყველაზე კარგად ალბათ ჩვენს თანამოქალაქეებს შეუძლიათ. ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ბევრი გააკეთა ქართულ პოლიტიკაში და ვფიქრობ, რომ კიდევ არაერთ სასიკეთო საქმეს გააკეთებს. მე ყოველთვის მქონდა მასთან გულწრფელი და ღია ურთიერთობა. არასოდეს არ ვერიდებოდი მასთან დებატებს. არაერთ საკითხზე მქონია ძალიან მწვავე კამათი და მისი მხრიდანაც ეს არასოდეს არ ყოფილა უარყოფითად მიღებული. ის, რომ მან გამოიჩინა ინიციატივა და ამაში დასამლი არაფერი არ არის. მისი ინიციატივა იყო, რომ ჩემი კანდიდატურა ყოფილიყო წარდგენილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე. ამაზე არ ვაპირებ, რომ ტყუილები ვილაპარაკო. ეს არის ძლიან სასარგებლო ურთიერთობა. რაც შეეხება მის ჩართულობას, ქართულ პოლიტიკურ მომავალში და წინასაარჩევნო პროცესშ, ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ დადებითი იქნება. ის გახლავთ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, მას აქვს იმისი მორალური უფლება, რომ საკუთარი მოსაზრება გამოთქვას და ამას მას ვერავინ ვერ აუკრძალავს“,-განაცხადა პრემიერმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)