|
2016-04-15 18:28:52, 421 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა ვიზალიბერალიზაციის საკითხზე რეზოლუცია მიიღო
პარლამენტმა ვიზალიბერალიზაციაზე რეზოლუცია 89 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მიიღო. საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების მიერ მომზადებული საქართველოს პარლამენტის „ევროკომისიის, ევროპარლამენტის, ევროკავშირის საბჭოს, ევროპული საბჭოს, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურისადმი“ რეზოლუციის პროექტი დეპუტატებს პარლამენტის წევრმა, გიორგი ბარამიძემ წარუდგინა. მომხსენებელმა ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სხვა საკითხებზე არსებული განსხვავებული შეხედულებებისა და პოზიციების არსებობის შემთხვევაშიც კი,საქართველოს პარლამენტის ერთიანი პოზიციის დაფიქსირება ძალიან მნიშვნელოვანია. „კარგი იქნება, თუ საქართველოს პარლამენტი შეძლებს და მოახერხებს წინააღმდეგობების გადალახვას და ერთხმად დაუჭერს მხარს ისეთ რეზოლუციას,რომელიც იქნება გამომხატველი ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებისა", - აღნიშნა ბარამიძემ. რეზოლუციის პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტი: გამოთქვამს მადლობას ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების მიმართ ასოცირების ხელშეკრულების დროული რატიფიკაციის გამო, და მოუწოდებს დარჩენილ წევრ სახელმწიფოს - ბელგიას - პროცესის დასრულებისკენ ხელშეკრულების ყველა ეკონომიკური და სავაჭრო მუხლების სრულად ამოქმედების ხელშესაწყობად; მიმართავს ევროკომისიას წარმოადგინოს ოფიციალური წინადადება საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის დაწესებაზე და იმედს გამოთქვამს რომ მას მოჰყვება ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს დროული თანხმობა მოუწოდებს საქართველოს მთავრობას არ გადადგას იმგვარი ნაბიჯები რომლებმაც შეიძლება საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და ევრო- ატლანტიკურ ინტეგრაციას საფრთხე შეუქმნას; მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დროულად და სრულფასოვნად განახორციელოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმები; მოუწოდებს საქართველოს მთავრობას აწარმოოს მიზნობრივი საინფორმაციო კამპანია და მოახდინოს უვიზო მოგზაურობის უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირება. დეკლარაციის პროექტში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი ყველა პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკურ ძალას ავალდებულებს იქონიონ კონსენსუსი ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, სიტყვის, მედიის და გამოხატვის თავისუფლება, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა, უმცირესობათა უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა, პოლიტიკური დევნისა და ძალადობის დაუშვებლობა,
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)