|
2015-02-20 12:49:43, 485 ნახვა
პოლიტიკა
"თავისუფალი დემოკრატები" ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს პარლამენტში იბარებენ
ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები" ლარის გაუფასურების გამო მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს პარლამენტში იბარებენ. ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს და ეკონომიკის მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს ფრაქციის სახელით შესაბამისი წერილი უკვე გადაეგზავნათ. "ქვეყანაში შექმნილია უკიდურესად მძიმე ეკონომიკური ვითარება, ბოლო სამი თვის განმავლობაში ლარი 20%-ით გაუფასურდა. ხელისუფლება და მთავრობა მოსახლეობას სთავაზობს მტკნარ ტყუილს, რომ თითქოს ყველაფერი კარგად არის. საზოგადოება სხვა რეალობაში ცხოვრობს და სხვა რეალობაში ცხოვრობს მთავრობა. ჩვენ - "თავისუფალი დემოკრატები" მოვითხოვთ, მოვიდნენ ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები ფრაქციის სხდომაზე და წარმოადგინონ ანგარიში, თუ რა გააკეთეს იმისთვის, რომ ქვეყანა ეკონომიკურ კოლაფსში არ ჩავარდეს. დღეს მიღებული გადაწყვეტილებები იქნება განმაპირობებელი იმისა, გაგრძელდება და გაღრმავდება თუ არა ეკონომიკური კრიზისი, თუ რეალურად შეუძლიათ რამის გაკეთება", - განცხადა ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)