|
2016-04-15 12:17:56, 392 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე საარჩევნო კამპანიის დაწყებაზე: ამას მარტო პრეზიდენტი ვერ წყვეტს
წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღზე გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმების შედეგად იქნება მიღებული, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის 3 თვე აბსოლუტურად საკმარისია. ამასთან, მისთვის აღნიშნულ საკითხზე პრეზიდენტის განცხადებებები გაუგებარია. „პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ძალიან კარგი განმარტებები გააკეთა, თუმცა პრეზიდენტმა, სრულიად გაუგებარი განცხადებები გააკეთა საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით. ამას მარტო პრეზიდენტი ვერ წყვეტს, ეს ხდება ურთიერთშეთანხმების შედეგად და შესაბამისად, იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომ წინასაარჩევნო კამპანია 8 ივლისიდან დაიწყოს. იმისთვის, რომ საარჩევნო კამპანია ყველა პოლიტიკურმა პარტიამ სრულყოფილად ჩაატაროს, 3 თვე აბსოლუტურად საკმარისია “, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. რაც შეეხება კითხვას, ხედავს თუ არა დაპირისპირებას პრემიერსა და პრეზიდენტს შორის, კალაძემ აღნიშნა, რომ დაპირისპირება არ არსებობს. „ვერანაირ დაპირისპირებას ვერ ვხედავ. შეიძლება იყო გაუგებრობა და ჩვენი მხრიდან არასწორად იყო ინფორმაციები მიწოდებული, თუმცა გუშინ პრემიერმა ამას ხაზი გაუსვა. ხდება ხოლმე გაუგებრობა, შეცდომა, ეს ნორმალურია, თუმცა ეს არ უნდა გადავაქციოთ პოლიტიკურ თამაშად და ჯიბრში ჩადგომად“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)