|
2016-04-14 13:37:59, 679 ნახვა
საზოგადოება
სერგეენკო: კლინიკები ისე აკეთებდნენ ორგანოების გადანერგვის ოპერაციებს, რომ ამის შესახებ არაფერი ვიცოდით
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე „ადამიანის ორგანოთა ექსპორტ-იმპორტის წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი განიხილეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მედიასთან განმარტებები გააკეთა: „ორგანოების ტრანსპლანტაცია( გადანერგვა) ერთ-ერთი მაღალი რისკის სამედიცინო საქმიანობაა. შეუსაბამობაა 2001 წლის კანონსა და 2010 წლის მთავრობის დადგენილებას შორის. კერძოდ, შეუსაბამობა არის ის, რომ კანონში ეწერა, სამედიცინო დაწესებულებას ჰქონდა ვალდებულბა შეტყობინების შესახებ, ვინ არის დონორი და ვინ არის პაციენტი, ხოლო ლიცენზიებისა და ნებართვების დადგენილების შესახებ დადგენილებაში ეს ვალდებულება არ ეწერა. გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც კლინიკები არ გვაწვდიდნენ ინფორმაციებს, ჩამოყავდათ დონორები, მიყავდათ პაციენტები და აკეთებდნენ გადანერგვის ოპერაციებს და მთავრობამ ამის შესახებ არაფერი იცოდა, რაც მიუღებელია დიდი რისკის გამო და ეს ცვლილება სწორედ ამას ეხება“, - განაცხადა სერგეენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)