|
2016-04-13 16:19:38, 610 ნახვა
პოლიტიკა
ირმა ინაშვილი: მოსახლეობის 26%-მა საერთოდ არ იცის ვინ არის NDI
საქართველოს მოსახლეობის 26% ჩვენი კვლევის თანახმად საერთოდ არ იცის ვინ არის NDI, - ასე გამოეხმაურა "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი NDI-ის კვლევის შედეგებს. მისივე თქმით, ალიანსის რეიტინგი ბევრად მეტია, ვიდრე ეს ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევებშია ასახული. "საქართველოს მოსახლეობის 26% ჩვენი კვლევის თანახმად საერთოდ არ იცნობს NDI-ს, რა არის და რა საქმიანობას ეწევა. ჩვენი რეიტინგი არის ბევრად მეტი, ვიდრე ამას NDI ამბობს", - განაცხადა ირმა ინაშვილმა. შეგახსენებთ, NDI-ს კვლევის თანახმად 61%-ს არ აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემს ხმას. კერძოდ, კითხვაზე “ხვალ რომ არჩევნები იყოს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვის მისცემთ ხმას”, მოსახლეობის უმრავლესობა (61 პროცენტი) ამბობს, რომ კვლავ არ აქვს გადაწყვეტილი თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერს მხარს; მათ შორის გადაუწყვეტელია იმ ამომრჩევლების ნახევარიც, რომლებიც სავარაუდოდ მიიღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას. რესპონდენტების 16 პროცენტმა ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო დაასახელა როგორც მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტია, 15 პროცენტი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ემხრობა, 9 პროცენტი - თავისუფალ დემოკრატებს, 5 პროცენტი - ლეიბორისტულ პარტიას, 5 პროცენტი კი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსს. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი - 14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)