05:25 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-13 12:09:29, 419 ნახვა

პოლიტიკა
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ივანიშვილი ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად რჩება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის  (NDI) კვლევის თანახმად,  გამოკითხულთა უმრავლესობა  (66%) ფიქრობს, რომ  ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი  ხელისუფლების საქმიანობაზე  გადაწყვეტილების მიმღებ პირად კვლავ რჩება.

აღსანიშნავია, რომ  გასული წლის აპრილის თვეში ჩატარებული კვლევის შემდეგ,  გაზრდილია იმ ადამიანთა პროცენტული რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი  ხელისუფლების საქმიანობაზე  გადაწყვეტილების მიმღებ პირად კვლავ რჩება. (მარტი, 2016-66%, აპრილი, 2015-59%).

გამოკითხულთა 15% კი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი აღარ არის  ხელისუფლების საქმიანობაზე  გადაწყვეტილების მიმღები პირი. გასული წლის  კვლევასთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი 1%-ითაა გაზრდილი.

4-4% არც ერთ მოსაზრებას არ ეთანხმება.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი - 14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics