05:11 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-13 00:15:44, 491 ნახვა

პოლიტიკა
ირმა ინაშვილი: 16-17 აპრილიდან ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებს დავიწყებთ

"16-17 აპრილიდან ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებს დავიწყებთ" - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა, ირმა ინაშვილმა "არჩევანში" განაცხადა. 
 
ის ხელისუფლებას საპროტესტო აქციებით ემუქრება. ინაშვილი საარჩევნო კანონის შეცვლას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში შიმშილობასა და მასიურ გამოსვლებს აანონსებს.

"მე მინდა, დავაანონსო, რომ 16-17 აპრილიდან საპროტესო აქციების იმ კამპანიას დავიწყებთ, რომელიც საარჩევნო გარემოსთან იქნება დაკავშირებული. ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებზე ვსაუბრობ. კარგად მომისმინოს ქართულმა ოცნებამ, შეცვალოს საარჩევნო გარემო, მიიღონ ცვლილებები, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ. რა გავაკეთოთ, 200 კაცი დავჯდეთ საშიმშილოდ? მოვალთ ბატონო, არაა პრობლემა, მაგრამ აღარ ავდგებით ისე, სანამ თქვენ არ გადაგაყენებთ," - განაცხადა ირმა ინაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics