|
2016-04-12 16:29:47, 497 ნახვა
საზოგადოება
დიდუბის გამგებლი რკინიგზის სამშობიაროში მცხოვრები სოციალურად დაუცველების მოთხოვნებს გამოეხმაურა
დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი რკინიგზის სამშობიაროში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების მოთხოვნებს ეხმაურება. ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობის მისამართით გაჟღერებული ბრალდებები, თითქოსდა, თბილისის მერია და რაიონის გამგეობა თევდორე მღვდლის N13-ში მცხოვრები მოქალაქეების მიმართ უყურადღებობას იჩენს, უსაფუძვლოა და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. „2014 წლის 5 აგვისტოდან დღემდე, თევდორე მღვდლის #13-ში მცხოვრები ადამიანებისთვის ფინანსური დახმარებების გასაწევად, სხვადასხვა სახის გამოკვლევებისა და წამლებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან დახარჯულია 22 000 ლარზე მეტი. ამასთან, გამგეობამ მათთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად ეზოს მოპირკეთებისთვის დახარჯა 75 000 ლარი. ასევე, 20 000 ლარამდეა დახარჯული ინდივიდუალურ გამრიცხველიანებაში, რაც შეეხება ანტისანიტარიას, მათთვის საკანალიზაციო სისტემის მოსაწესრიგებლად გამგეობამ გამოჰყო 34 000 ლარზე მეტი და მოაგვარა არსებული პრობლემა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ შემოდგომა-ზამთრის სეზონზე 54-ვე ოჯახი იღებს შეშით დახმარებას და ყველა მათგანი სარგებლობს უფასო სასადილოთი. გარდა ამისა, თევდორე მღვდლის #13-ში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები ზამთრის პერიოდში თბილისის მერიისგან იღებდნენ კომუნალურ სუბსიდიას ელ.ენერგიის, დასუფთავებისა და წყლის გადასახადისთვის და ფულად დახმარებას 500 ლარის ოდენობით,“- აცხადებს დიდუბის რაიონის გამგებელი. ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, ზემოაღნიშნულის საფუძველზე, ჩნდება ეჭვი, რომ პროცესები კონკრეტული პოლიტიკური ძალების მიერ არის მართული. „არჩევნების მოახლოებასთან ერთად, როგორც ჩანს, ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, გამოიყენონ ხალხი როგორც ბრმა იარაღი - საკუთარი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად.ეს ხალხი წლებია, რაც რკინიგზის სამშობიაროს შენობაში ცხოვრობს და მათი გააქტიურება არჩევნებამდე ნახევარი წლით ადრე აჩენს ეჭვებს, თანაც მაშინ, როდესაც პროცესის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი გახლავთ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს დიდუბის რაიონის გამგებლის მოადგილე გივი კუბლაშვილი. ამ პირებს ძალიან კარგად ესმით, რომ აღნიშნული ფართების დაკანონება ვერ მოხდება გამგეობის მეშვეობით. წინააღმდეგ შემთხვევაში წლების განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნისას მას და მის თანაგუნდელებს შეეძლოთ ეს თავად გაეკეთებინათ“- განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა. ირმა ზავრადაშვილი მოსახლეობას მიმართავს, ნუ აჰყვებიან დედაქალაქის მთავრობის წინააღმდეგ დაგეგმილ მიზანმიმართულ პროვოკაციას და ნუ ჩაერთვებიან პოლიტიკურად მართულ პროცესებში. „ეს ყველაფერი არ კეთდება მოსახლეობის კეთილდღეობისთვის, ან მათთვის საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად, არამედ, აღნიშნული აქციები კონკრეტული პირების პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ხორციელდება,“ - განაცხადა დიდუბის რაიონის გამგებელმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)