|
2026-11-27 21:03:32, 436 ნახვა
პოლიტიკა
თურქეთმა ევროპის ლიგის მატჩზე მომხდარი ინციდენტების გამო საქართველოს ელჩი დაიბარა
პარასკევს თურქეთმა საქართველოში თავისთან დაიბარა საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია. მიზეზი ბათუმში, ხუთშაბათს გამართულ უეფას ევროპის ლიგის მატჩზე — „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის — მომხდარი ინციდენტები გახდა. თურქული სააგენტო "ანადოგლუს" ცნობით, დიპლომატიური ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც ტრიბუნებზე „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებმა პალესტინის დროშა გაშალეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. საქართველოს პოლიციამ თურქი გულშემატკივრების წინააღმდეგ ფიზიკური ძალა და წიწაკის სპრეი გამოიყენა; „ბეშიქთაშმა“ პოლიციის ეს ქმედება ძალის არაპროპორციულ გამოყენებად შეაფასა. დაპირისპირების გამო მსაჯმა მატჩი დაახლოებით 30 წუთით შეაჩერა. პაუზის შემდეგ თამაში განახლდა და „ბეშიქთაშმა“ „ჰაპოელ ბეერ-შევა“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა. „ბეშიქთაშმა“ პოლიციის ჩარევა დაგმო, თურქეთის ხელისუფლებამ კი კლუბის გულშემატკივრების მიმართ განხორციელებული ქმედებების გამო შეშფოთება გამოთქვა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა, მომხდარი ინციდენტები სატელეფონო საუბრისას განიხილა თავის ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან. დაპირისპირების შემდეგ დაკავებული „ბეშიქთაშის“ 16 გულშემატკივარი, დიპლომატიური და სამართლებრივი ძალისხმევის შედეგად, მოგვიანებით გაათავისუფლეს.
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
ჰაკერები პენტაგონის ახალ ღრუბლოვან პლატფორმაში შეიჭრნენ, რომელიც საჰაერო თავდაცვის რადარის მონაცემებს ინახავს
თერჯოლაში შვილმა მამა მოკლა
კობახიძე თურქების პოგრომზე - მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, თავი შეიკავონ პროვოკაციული, სამარცხვინო განცხადებებისგან
|
რედაქტორის რჩევით
ბათუმში არეულობა – თურქეთის ზეწოლა და თბილისის დუმილი, როგორ უნდა იმოქმედოს უეფამ
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
ომი უკრაინაში
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



