06:51 - 28 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-27 13:58:39, 1108 ნახვა

ევროპის ამბები
სერბეთში დააკავეს პროპაგანდისტი რომელიც ხალხს მაიდნებით, ომით და ძვლებში დამტვრევით ემუქრებოდა

სერბეთის ხელისუფლებამ დააკავა კერძო ტელეკომპანიის მფლობელი, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის ღია და აქტიური მხარდამჭერით იყო ცნობილი, ხალხს ომითა და "მაიდნით" აშინებდა და პოლიციას მომიტინგეების ცემისა და ნეკნების დამტვრევისკენ მოუწოდებდა. დაკავებული პირი სერბული პროსამთავრობო მედიაჰოლდინგის, Informer TV-ის მფლობელი და მთავარი რედაქტორი დრაგან ვუჩიჩევიჩია

სერბეთის პროკურატურის ორდერით იგი  ბელგრადში დააკავეს. 

 ვუჩიჩევიჩს გამოძიება პანიკისა და არეულობის ხანგრძლივად გაღვივებასა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას ედავება. მას თავდაპირველად 48-საათიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. 

ალექსანდრ ვუჩიჩის მმართველობის პერიოდში (2014–2026) ვუჩიჩევიჩი ხელისუფლების მთავარ მედიამოკავშირედ ითვლებოდა. 2024 წელს დაწყებული მასობრივი ანტიკორუფციული აქციების დროს იგი თავის ტელეარხს დემონსტრანტებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებდა, მათ შორის მოუწოდებდა მომიტინგეების ცემისა და „ნეკნების დამტვრევისკენ“.

 ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამად ოპოზიციური ფრაქციის ლიდერმა ალექსანდრ ვუჩიჩმა პარლამენტში განაცხადა, რომ ვუჩიჩევიჩი „მხოლოდ ჟურნალისტური საქმიანობის გამო“ დააკავეს, ხოლო მისი პარტიის დეპუტატებმა სხდომა დატოვეს და პოლიციის განყოფილებასთან საპროტესტო აქცია გამართეს. 

 დაკავება მოჰყვა 2026 წლის 25 ოქტომბრის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში სტუდენტური მოძრაობის („სტუდენტური სიის“) გამარჯვებას, რამაც ვუჩიჩის 14-წლიანი მმართველობა დაასრულა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
ჰაკერები პენტაგონის ახალ ღრუბლოვან პლატფორმაში შეიჭრნენ, რომელიც საჰაერო თავდაცვის რადარის მონაცემებს ინახავს
თერჯოლაში შვილმა მამა მოკლა
კობახიძე თურქების პოგრომზე - მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, თავი შეიკავონ პროვოკაციული, სამარცხვინო განცხადებებისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics