06:51 - 28 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-27 12:15:37, 890 ნახვა

ეკონომიკა
იუსტიციის სახლის სერვისებზე ხუთი უწყება 2027 წელს ₾18,37 მილიონს გამარტივებული წესით დახარჯავს

იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მოქმედი ხუთი სააგენტო „იუსტიციის სახლის“ მომსახურებას 2027 წელსაც გამარტივებული შესყიდვით მიიღებს. შესაბამისი განკარგულების პროექტი საჯარო რეესტრმა მოამზადა და იუსტიციის სამინისტრომ წარადგინა.

მომსახურების სავარაუდო ჯამური ღირებულება 18,370,000 ლარია და 2027 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს. თანხას თავად ეს ხუთი უწყება 2027 წლის საკუთარი შემოსავლებიდან გადაიხდის.

თავად ეს თანხა უწყებებზე ასე ნაწილდება:

  1. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო - 10 000 000 ლარი
  2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო - 8 000 000 ლარი
  3. აღსრულების ეროვნული ბიურო - 240 000 ლარი
  4. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო - 120 000 ლარი
  5. ციფრული მმართველობის სააგენტო - 10 000 ლარი

პროექტის თანახმად, იუსტიციის სახლს 2027 წლის შესყიდვებისას ხელშეკრულების უზრუნველყოფისა და ავანსის საბანკო გარანტიების წარდგენა არ მოუწევს.

განმარტებით ბარათში წერია, რომ იუსტიციის სახლში 600-ზე მეტი სერვისია თავმოყრილი და მოქალაქეებს სხვადასხვა უწყებაში სიარული აღარ სჭირდებათ. იგივე პრაქტიკა 2013 წლიდან მოქმედებს. დოკუმენტის ავტორების განმარტებით, ტენდერის ჩატარება რთულია, ტექნიკური დავალების ზუსტად განსაზღვრა ჭირს, სერვისების მოცულობა კი მუდმივად იცვლება, რამაც შესაძლოა, მოქალაქეებისთვის მომსახურების მიწოდება შეაფერხოს.

ამჟამად ქვეყანაში იუსტიციის 128 სახლი და 18 მობილური ფილიალი მუშაობს, 2027 წელს კი ახალი ფილიალების გახსნა და მობილური სერვისების დამატებაც იგეგმება.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
ჰაკერები პენტაგონის ახალ ღრუბლოვან პლატფორმაში შეიჭრნენ, რომელიც საჰაერო თავდაცვის რადარის მონაცემებს ინახავს
თერჯოლაში შვილმა მამა მოკლა
კობახიძე თურქების პოგრომზე - მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, თავი შეიკავონ პროვოკაციული, სამარცხვინო განცხადებებისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics