|
2016-04-11 17:37:08, 434 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრმა გაერო-ს დელეგაცია მიიღო
იუსტიციის მინისტრმა გაერო-ს დელეგაცია მიიღო. თეა წულუკიანი გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელ მო დე ბოერ-ბუკიკიოს შეხვდა. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა და მას მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძეც ესწრებოდა. მო დე ბოერ-ბუკიკიო გაერო-ს სპეციალური მომხსენებელია ბავშვებით ვაჭრობისა და ბავშვთა პორნოგრაფია-პროსტიტუციის საკითხებში. სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში განხორციელებული არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს. საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემების მოგვარების მიზნით შემუშავებულ საკანონმდებლო პაკეტზე. იუსტიციის მინისტრმა დელეგაციის წევრებს მთავრობის მიერ დამტკიცებული შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი გააცნო. აღსანიშნავია, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული, თუ ვინ მიეკუთვნება ქუჩაში მცხოვრები ბავშვების კატეგორიას. ასეთ ბავშვთა უფლებები სათანადოდ არ არის დაცული, შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი კი უფრო ქმედითს ხდის ნებისმიერი ძალადობისაგან არასრულწლოვნის დაცვის მექანიზმებს. საუბარი შეეხო ქვეყნიდან ბავშვების გაყვანის შეზღუდვის მიზნით შემუშავებულ ცვლილებებსაც. იუსტიციის მინისტრმა გაერო-ს მომხსენებელს ფონდ „სალვეს“ შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რომლის მიზანი ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ქუჩისგან განრიდება და მათი კვების დეფიციტის აღმოფხვრის ხელშეწყობა იქნება. გაერო-ს დელეგაცია საქართველოში 11 აპრილს ჩამოვიდა. დელეგაციის წევრები შეხვდებიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს; სახალხო დამცველს. დელეგაცია ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციასაც გამართავს და საქართველოს 18 აპრილს დატოვებს.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)