|
2026-11-08 09:14:15, 806 ნახვა
ევროპის ამბები
პოლონეთის შს მინისტრმა განაცხადა, რომ კრაკოვში მასობრივი სროლაში ეჭვმიტანილს რადიკალური მემერჯვენე შეხედულებები აქვს
კრაკოვის ცენტრში მომხდარი მასობრივი სროლაში ეჭვმიტანილი რადიკალური შეხედულებების მქონე იყო და, სავარაუდოდ, ულტრამემარჯვენე იდეოლოგიებით იყო დაინტერესებული. ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრმა მარცინ კერვინსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იუწყება RMF 24. ბოლო ინფორმაციით, თავდასხმაში სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 16 დაშავდა, მათ შორის თავად მსროლელი. „ყველაფერი მიუთითებს, რომ ის ულტრამემარჯვენე იდეოლოგიებით იყო დაინტერესებული, თუმცა ეს ჯერ კიდევ დასადასტურებელია“, - განაცხადა მინისტრმა. მან დასძინა, რომ თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. სამართალდამცავი ორგანოები აგრძელებენ დანაშაულის მოტივის გამოძიებას და იძიებენ, შესაძლოა, ეჭვმიტანილი სხვების გავლენით მოქმედებდა თუ სხვების მხარდაჭერით. პოლონეთის ხელისუფლების ცნობით, დაღუპულებს შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეა. დაშავებულებს შორის ხუთი უცხოელია. დაჭრილები კრაკოვის ექვს საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელთაგან ორი უკვე გაწერეს. ცამეტმა ადამიანმა მიიღო სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები. დაშავებულებს შორის ორი პოლიციელია. ერთი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია, მას სამი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აქვს. კიდევ 12 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელიც დაიჭრა პოლიციის თანამშრომლებმა და ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება, სადაც მეორე ოპერაციას გადის. კერვინსკიმ განაცხადა, რომ პოლიციის სწრაფმა ქმედებებმა კიდევ უფრო მეტი მსხვერპლის თავიდან აცილებაში შეუწყო ხელი. მისი თქმით, პირველი გასროლა თავდამსხმელის მიმართულებით სროლის შესახებ შეტყობინების მიღებიდან სამი წუთის შემდეგ განხორციელდა. ეჭვმიტანილის მანქანაში დიდი რაოდენობით იარაღი იპოვეს; წინასწარი ინფორმაციით, მან ავტომატური იარაღიდან ისროლა. ეჭვმიტანილი 24 წლისაა და ოსტროვიეც შვიეტოკრჟისკიდანაა. გამოძიება გრძელდება.
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
ბერლინთან ახლოს მდებარე Mercedes-Benz-ის მუშებმა ხელფასებთან დაკავშირებული დავის გამო ორსაათიანი გაფიცვა გამოაცხადეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)