|
2015-02-19 18:23:51, 581 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს აზებაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ელმარ მამედიაროვს შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობა და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა საქართველო-აზერბაიჯანის პოლიტიკური, ეკონომიკურ-კულტურული, სავაჭრო ურთიერთობებისა და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონალური უსაფრთხოებისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხებს. საუბარი შეეხო ასევე იმ კონკრეტულ პროექტებს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ. კერძოდ, საუბარი შეეხო ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სფეროებში მიმდინარე პროექტებს, მათ შორის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენსა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენს. მხარეები საუბრისას პარტნიორული ურთიერთობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებსაც შეეხნენ და აღნიშნეს, რომ გამოცდილების გაზიარება პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მიმართულებით, ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და პრეზიდენტის მრჩეველი დაესწრნენ.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)