21:52 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-06 14:52:56, 531 ნახვა

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე და ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა. პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და 26-საუკუნოვან მეგობრობაზე ისაუბრეს.

„ყურადღება დაეთმო მსოფლიოში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი დიპლომატიური გზით მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ“.

ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება და ხაზი გაუსვეს დიპლომატიური გზით მშვიდობის უზრუნველყოფას. ივანიშვილმა ისრაელის დიპლომატს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და მზადყოფნა გამოთქვა ორმხრივი პარტნიორობის შემდგომი განმტკიცებისთვის.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსებში ახალი მობილიზაციის შიშმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია - ლევადა ცენტრი
ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს
კობახიძე - ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი - ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics