21:31 - 03 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-03 20:31:21, 316 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: „რეპორტიორები საზღვრებს გარეთ“ იმ ოლიგარქიული, არაფორმალური ძალების ინსტრუმენტია, რომელიც თანამედროვე მსოფლიოსთვის პრობლემას წარმოადგენს

თბილისის მერი კახა კალაძე ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეთ“ მიერ გამოქვეყნებულ იმ სიას აფასებს, რომელშიც პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია შეყვანილი და აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიზანმიმართული პოლიტიკური კამპანიის ნაწილია.

დედაქალაქის მერის განმარტებით, მსგავსი ორგანიზაციები არაფორმალური ძალების გავლენის ქვეშ მოქმედებენ და მათ საქართველოზე ზეწოლის იარაღად იყენებენ.

„ოლიგარქიული, არაფორმალური ძალები - ე.წ. დიფ სთეითი, რაზეც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტიც საუბრობდა, სერიოზული პრობლემაა დღევანდელი თანამედროვე მსოფლიოსთვის. რაც შეეხება  ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას, დღესაც არ განელებულა. მთელი ამ წლების განმავლობაში მიმდინარეობს ამ ოჯახის მიმართ მიზანმიმართული შეურაცხყოფა, ცილისწამება, ყველაფერს კადრულობენ. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ორგანიზაციას, „რეპორტიორები საზღვრებს გარეთ“, ერთ-ერთი ინსტრუმენტია იმ ოლიგარქიული, არაფორმალური ძალების, რომელიც თანამედროვე მსოფლიოსთვის პრობლემაა. ასევე ერთ-ერთი ინსტრუმენტია, გამოიყენონ ისეთი ქვეყნების წინააღმდეგ, როგორიც საქართველოა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქვეყნის ხელისუფლება საკუთარ სუვერენიტეტს იცავს, რის გამოც მმართველი გუნდისა და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიმართ ცრუ ბრალდებები ვრცელდება.

„ჩვენი პოლიტიკით, გადადგმული ნაბიჯებით, ყოველდღიური ქმედებებით ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, სუვერენიტეტს, ქვეყნის დამოუკიდებლობას. ეს არის მთავარი და მნიშვნელოვანი, რაც არ მოსწონთ გარე ძალებს. რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგ ხან დემოკრატიის, ხან კი თავისუფლების საბაბით ათას სისულელეს, ბრალდებას, სიცრუეს ავრცელებენ ქართული სახელმწიფოსა და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წინააღმდეგ, თუმცა რეალობა ყველამ ძალიან კარგად იცის. ჩვენ გვახსოვს წლები ქვეყანაში, როდესაც ერთი ადამიანის ჯიბეში იყო აბსოლუტურად ყველა ტელევიზია. როგორი მედიაგარემო იყო ქვეყანაში 2012 წლამდე, ხომ გვახსოვს ეს ყველაფერი? სააკაშვილს დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ. დღეს, როდესაც აბსოლუტურად თავისუფალი მედიაგარემოა ქვეყანაში, პოლიტიკური თვალსაზრისით, გარე ძალებს არ ვაძლევთ საშუალებას, ჩაერიონ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში და ჩვენი ქვეყანა გამოიყენონ თავიანთი ინტერესების გასატარებლად. ამიტომ არიან გაგიჟებულები, ამიტომ ებრძვიან ბიძინა ივანიშვილის ოჯახს. მარტო ბატონ ბიძინაზე ხომ არ არის საუბარი, მის შვილებზეც გადავიდნენ უკვე“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ გუნდი ერთსულოვანია და სახელმწიფო ინტერესების დაცვას გააგრძელებს.

„ჩვენი გუნდი არის აბსოლუტურად ერთსულოვანი და ყოველთვის ვიდგებით ქვეყნის სადარაჯოზე; ვიდგებით იქ, სადაც სჭირდება ჩვენს სამშობლოს და გავატარებთ ისეთ პოლიტიკას, სადაც, პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესი იქნება დაცული, შენარჩუნებული იქნება მშვიდობა და მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე- საზოგადოებამ იცის, რა წერია გამჭვირვალობის შესახებ კანონში, ქართველმა ხალხმა ნახა, რომ არაფერი რუსული ამ კანონში არ არის
რიონჰესთან მდინარეში გადავარდნილი მანქანიდან ორი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს
კობახიძე - ქართულმა ოცნებამ მიიღო 1 100 000-ზე მეტი ხმა, რითაც ქართველმა ხალხმა დაადასტურა, რომ თავიდან ბოლომდე მხარს უჭერს ჩვენს კურსს
კობახიძე - ვიღაცას თუ სურს, რაიმე შეცვალოს საქართველოს ქცევაში, უნდა გველაპარაკოს ჩვენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics