21:31 - 03 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-03 15:30:37, 498 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი – საქართველოში, ციხეში ზის სამი ადამიანი, რომელიც სხვა ადამიანს წვავდა, ბრიუსელი არის ძალადობის დამფინანსებელიც და წამქეზებელიც

ვხედავთ, რომ ვინც საქართველოში ძალადობის ნორმალიზებას ცდილობდა, ძალადობა გახდა ნორმა მათ ქვეყნებში. ეს არის ის შედეგი, რასაც იღებენ საბოლოოდ ჯამში, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ყირგიზეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დამნაშავეებთან სახლში ბრუნდება ის ძალადობა, რომელსაც საქართველოში აქეზებდნენ.

„რაც შეეხება იმას, რომ საფრანგეთში „მკვლელობის მცდელობას“ ეძახიან და საქართველოში „სამართლიან პროტესტს“ ადამიანის ცოცხლად დაწვის მცდელობას, ეს რაიმე ორმაგი სტანდარტი კი არ არის, ამის უკან დგას ის, რომ ვისგანაც ველოდებით ჩვენ დაგმობას, თავად არიან ამ ყველაფრის წამქეზებლები და მხარდამჭერები და საკუთარ თავზე ხომ არ იტყვიან რაიმე ცუდს?!

რას იტყვის ბრიუსელი, რომ პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი არის ცუდი? ეს რომ თქვას, მაშინ ის ევროკომისიის პრესმდივანი უნდა გააგდონ, რომელმაც 4 ოქტომბრის დამხობის შეკრებას მხარდაჭერა გამოუცხადა. ევროკავშირის საელჩო იტყვის, რომ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლა არის ცუდი, როდესაც ევროკავშირის საელჩო თავად აფინანსებდა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის კამპანიას და რას იტყვიან, რომ სიძულვილის ენა არის ცუდი? ამას ევროკავშირის ელჩი იტყვის, რომელიც თავად ფულს უხდის და იმ ხალხის დაკრულზე ცეკვას, ვინც საქართველოში ზიზღს და სიძულვილს აფრქვევს? თავად არიან ამის თანამონაწილენი და იმიტომაც არ გმობენ, თავად არიან ამ ძალადობის წამქეზებლები, დამფინანსებლები და ამ ყველაფრისთვის ხელის დამფარებლები. ეს სამწუხარო რეალობაა.

სამწუხაროდ, ვხედავთ იმას, რომ ბრიუსელი, სხვადასხვა ევროპული დედაქალაქი საქართველოში ამ ძალადობის წაქეზებაში და დაფინანსებაში იყო ჩართული, მაგრამ ვხედავთ, ვინც ნორმალიზებას ცდილობდა საქართველოში ძალადობის, ამ ნორმალიზების შედეგი არის ის, რომ ეს გახდა ნორმა მათ ქვეყნებში. ეს არის ის შედეგი, რასაც იღებენ საბოლოოდ ჯამში. ვინც სხვაგან ძალადობას აქეზებს, საბოლოოდ თავისთან იღებს ძალადობას. ასე რომ, დამნაშავეებთან სახლში ბრუნდება ის ძალადობა, რომელსაც ჩვენთან აქეზებდნენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 ბრიუსელი დღეს არის საქართველოში ძალადობის და მოძალადეების მხარდამჭერი, დამფინანსებელი და წამქეზებელიც.

„ჩვენ საქმე გვაქვს დამნაშავეებთან, იქნება ეს ოპოზიცია, მისი მფარველი ზოგიერთი დიპლომატი თუ მისი მფარველი ზოგიერთი დედაქალაქი. ეს არის ერთი დანაშაულებრივი მხარე, რომლის წაქეზებულიც იყო გრიგორიადისიც თავის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლასთან ერთად. რა საჭიროა გრიგორიადისი, როდესაც დღეს სამი ადამიანი სასჯელს იხდის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლისთვის შემდეგი ძალადობრივი პროტესტის დროს და ამ სამი ადამიანის გათავისუფლებას ითხოვს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში? სხვაგან მკვლელობის მცდელობას ეძახიან და შემდგომ ევროკომისია თუ სხვა სტრუქტურები ჩვენ გვთხოვენ მკვლელობის მცდელობების ჩამდენების გაშვებას. ამ დანაშაულის თანამონაწილე არის ბრიუსელი საქართველოში, თანამონაწილეც, დამფინანსებელიც და ხელის დამფარებელიც. არათუ თავის დროზე ლაზარე გრიგორიადისი შეაწყალებინეს სალომე ზურაბიშვილს, არამედ ბრიუსელში მაშინ განაცხადეს, რომ ეს მათთან იყო შეთანხმებული. მთელმა საზოგადოებამ არაფერი ვიცოდით და მათ თქვეს, რომ მათთან შეთანხმებით მიიღო სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების გადაწყვეტილება. დღეს, კონკრეტულად ახლა, საქართველოში, ციხეში ზის სამი ადამიანი, რომელიც სხვა ადამიანს წვავდა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილით და ამ სამი ადამიანის გათავისუფლებას გვთხოვს დღეს ბრიუსელი. ჩვენ სიტუაციის ზედმეტ შელამაზებას თავი უნდა დავანებოთ და დავარქვათ თავისი სახელი — ბრიუსელი დღეს არის საქართველოში ძალადობის და მოძალადეების მხარდამჭერი, დამფინანსებელი და წამქეზებელიც“, — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე- საზოგადოებამ იცის, რა წერია გამჭვირვალობის შესახებ კანონში, ქართველმა ხალხმა ნახა, რომ არაფერი რუსული ამ კანონში არ არის
რიონჰესთან მდინარეში გადავარდნილი მანქანიდან ორი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს
კობახიძე - ქართულმა ოცნებამ მიიღო 1 100 000-ზე მეტი ხმა, რითაც ქართველმა ხალხმა დაადასტურა, რომ თავიდან ბოლომდე მხარს უჭერს ჩვენს კურსს
კობახიძე - ვიღაცას თუ სურს, რაიმე შეცვალოს საქართველოს ქცევაში, უნდა გველაპარაკოს ჩვენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics