|
2026-11-03 15:13:57, 464 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ბანკის რიგით 30-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა - იდეათეკა ზესტაფონში გაიხსნა
ახალგაზრდებისთვის განათლებისა და შემეცნების შესაძლებლობების შესაქმნელად, საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლებში თანამედროვე ბიბლიოთეკებს - იდეათეკებს ქმნის. საქართველოს ბანკის რიგით 30-ე იდეათეკა რევაზ მუმლაძის სახელობის ქალაქ ზესტაფონის №7 საჯარო სკოლაში ბანკის პარტნიორთან, კომპანია “საქკაბელთან” ერთად გაიხსნა. ახალი სივრცე სკოლის 1 300-ზე მეტი მოსწავლისთვის ცოდნის გაღრმავების, ახალი ინტერესების აღმოჩენისა და იდეების განვითარების შესაძლებლობებს შექმნის. თანამედროვე ბიბლიოთეკები მოსწავლეებს აძლევს წვდომას 2 000-მდე წიგნისგან დაკომპლექტებულ მრავალფეროვან ბიბლიოთეკაზე, კომპიუტერებზე, პროექტორებსა და STEM კუთხეზე. იდეათეკები ახალგაზრდებს ეხმარება, განაგრძონ შემეცნება, განივითარონ კრიტიკული აზროვნება და აღმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები. ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის იდეათეკების პროექტი ახალგაზრდებისთვის განათლებისა და განვითარების შესაძლებლობების შექმნას ისახავს მიზნად. რიგით 30-ე იდეათეკის გახსნა კი ამ ინიციატივის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge
კობახიძე- საზოგადოებამ იცის, რა წერია გამჭვირვალობის შესახებ კანონში, ქართველმა ხალხმა ნახა, რომ არაფერი რუსული ამ კანონში არ არის
რიონჰესთან მდინარეში გადავარდნილი მანქანიდან ორი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს
კობახიძე - ქართულმა ოცნებამ მიიღო 1 100 000-ზე მეტი ხმა, რითაც ქართველმა ხალხმა დაადასტურა, რომ თავიდან ბოლომდე მხარს უჭერს ჩვენს კურსს
კობახიძე - ვიღაცას თუ სურს, რაიმე შეცვალოს საქართველოს ქცევაში, უნდა გველაპარაკოს ჩვენ
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)