21:32 - 03 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-03 13:02:49, 656 ნახვა

პოლიტიკა
საია: ვიწროვდება პოლიტიკური გაერთიანებისა და არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვეყნებს მიმოხილვას - "აქტიური და პასიური საარჩევნო უფლებების შეზღუდვა საქართველოში: საკანონმდებლო ცვლილებები ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებიდან დღემდე". 

საიას ცნობით, მიმოხილვა ეხება იმ საკანონმდებლო და პოლიტიკურ პროცესებს, რომლებმაც ქვეყანაში არსებითად გააუარესა აქტიური (ხმის მიცემის) და პასიური (არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის) საარჩევნო უფლებების რეალიზების შესაძლებლობა.

საიას განცხადებით, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები მიუთითებს, რომ აქტიური და პასიური საარჩევნო უფლებების შეზღუდვა ურთიერთდაკავშირებული მიმართულებებით მიმდინარეობს. კერძოდ, ერთი მხრივ, საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს ექმნებათ ხმის მიცემის მნიშვნელოვანი პრაქტიკული დაბრკოლებები, ხოლო, მეორე მხრივ, ვიწროვდება პოლიტიკური გაერთიანებისა და არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობები.

აღნიშნულია, რომ ამ ცვლილებების ერთობლივი ეფექტი სცდება ცალკეული მოქალაქეებისა თუ პოლიტიკური პარტიების უფლებრივ მდგომარეობას და საფრთხეს უქმნის პოლიტიკური კონკურენციის, პლურალიზმისა და წარმომადგენლობითი დემოკრატიის საფუძვლებს.

"2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებდა ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. ამ განცხადების შემდეგ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდა. მმართველი პარტიის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაციისა და პოლიტიკური კონკურენციის შეზღუდვის ტენდენცია მანამდეც შეინიშნებოდა, თუმცა საანგარიშო პერიოდში უფრო თვალსაჩინო გახდა საარჩევნო პროცესზე ზემოქმედების შედარებით შეფარული მეთოდებიდან უფრო პირდაპირ და მკაცრ ფორმებზე გადასვლა. ეს, მათ შორის, გამოიხატა პოლიტიკური პარტიების საქმიანობისა და პოლიტიკური მონაწილეობის შემზღუდავი სამართლებრივი მექანიზმების გაფართოებასა და პრაქტიკულ გამოყენებაში", - ნათქვამია ინფორმაციაში. 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე- საზოგადოებამ იცის, რა წერია გამჭვირვალობის შესახებ კანონში, ქართველმა ხალხმა ნახა, რომ არაფერი რუსული ამ კანონში არ არის
რიონჰესთან მდინარეში გადავარდნილი მანქანიდან ორი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს
კობახიძე - ქართულმა ოცნებამ მიიღო 1 100 000-ზე მეტი ხმა, რითაც ქართველმა ხალხმა დაადასტურა, რომ თავიდან ბოლომდე მხარს უჭერს ჩვენს კურსს
კობახიძე - ვიღაცას თუ სურს, რაიმე შეცვალოს საქართველოს ქცევაში, უნდა გველაპარაკოს ჩვენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics