21:32 - 03 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-03 13:02:12, 668 ნახვა

პოლიტიკა
ბერა ივანიშვილის ადვოკატმა "ფორმულას" და "ტვ პირველის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

ბერა ივანიშვილის ადვოკატმა, დავით ასათიანმა ტელეკომპანია "ფორმულას" და "ტვ პირველის"  წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

ადვოკატის ინფორმაციით, ბერა ივანიშვილი აღნიშნული ტელეკომპანიებისგან მის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას მოითხოვს.

"ბერა ივანიშვილის სარჩელი შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ცილისმწამებლური ფაქტების წინააღმდეგ. სარჩელის მოპასუხე არიან შპს ტელეკომპანია „ტვ პირველი“ და შპს ტელეკომპანია „ფორმულა“.

სარჩელი ეხება იმ ფაქტების გავრცელებას, რომლებიც არის სიცრუეზე დაფუძნებული და არანაირი კავშირი რეალობასთან არ აქვს. მოსარჩელე ითხოვს ამ ფაქტების შესაბამისი ფორმით უარყოფას და მის ცილისწამებად გამოცხადებას. მთლიანად სიუჟეტი არის ვრცელი, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში გვაქვს რამდენიმე ფაქტი, რაც გავრცელებულია ყველანაირი გადამოწმების, ჟურნალისტური გულისხმიერების და მსგავსი საფუძვლების გარეშე, პირდაპირ ეხება დანაშაულის დაბრალებას, მის კრიმინალურ გარჩევებთან რაღაც ჰიპოთეტურ კავშირს. სარჩელის დეტალებს უფრო მოგვიანებით გავაცნობთ საზოგადოებას.

ბოლო პერიოდია, ბერა ივანიშვილის წინააღმდეგ, გარკვეულწილად სინქრონულად და ხმაშეწყობილად, ვრცელდება ციცლისმწაბელური ინფორმაცია სხვადასხვა ტელევიზიის, პოლიტიკოსისა თუ საჯარო ფიგურის მხრიდან. ამას არანაირად არ აქვს გამართლება, რადგან ყველა ადამიანს აქვს პატივი, ღირსება და რეპუტაცია. მოგეხსენებათ, რომ მოსარჩელე არის მუსიკოსი, პროდიუსიერი, კომპოზიტორი და მას არანაირი შეხება პოლიტიკასთან არ აქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, მის წინააღმდეგ მაინც ვრცელდება დეფამაციური განცხადებები. მოსარჩელის უფლებაა, ამას დაუპირისპირდეს სამართლებრივად. იმ ადამიანებმა, ვინც ცილისმწამებლური განცხადებები შეგნებულად თუ შეუგნებლად გაავრცელეს, სამოქალაქო სამართლებრივი წესით პასუხი უნდა აგონ", - თქა ადვოკატმა. 

ბერა ივანიშვილმა სასამართლოსთვის მიმართვის გადაწყვეტილების შესახებ 30 სექტემბერს თქვა.

ივანიშვლმა დაწერა, რომ სიცრუეა, "თითქოს ის "ქოლცენტრებს" მფარველობს" და ცილისწამებაა, რომ "ადამიანებს მისი მითითებით აპატიმრებენ ან უკანონო გარიგებებში მონაწილეობს".





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე- საზოგადოებამ იცის, რა წერია გამჭვირვალობის შესახებ კანონში, ქართველმა ხალხმა ნახა, რომ არაფერი რუსული ამ კანონში არ არის
რიონჰესთან მდინარეში გადავარდნილი მანქანიდან ორი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს
კობახიძე - ქართულმა ოცნებამ მიიღო 1 100 000-ზე მეტი ხმა, რითაც ქართველმა ხალხმა დაადასტურა, რომ თავიდან ბოლომდე მხარს უჭერს ჩვენს კურსს
კობახიძე - ვიღაცას თუ სურს, რაიმე შეცვალოს საქართველოს ქცევაში, უნდა გველაპარაკოს ჩვენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics