2026-11-02 16:45:17, 928 ნახვა
საზოგადოება
სადგურის მოედანზე, გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარი იყო
სადგურის მოედანზე, გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარია.
ცეცხლი ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. ხანძარი სწრაფად გავრცელდა სხვა მაღაზიებზეც.
ექსპრესნიუსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამჟამად სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მათივე ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების საფრთხე მეხანძრე-მაშველების მიერ არის მოხსნილი.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან