00:16 - 03 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-02 16:25:34, 843 ნახვა

საზოგადოება
კალაძე: რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება - უბრალოდ ხელშეკრულებაში ტექნიკური ხასიათის ცვლილება შევიდა

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადებთან დაკავშირებით  გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა,  გარკვეული მედიასაშუალებები მიზანმიმართულად ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ.

„ბოლო დღეების განმავლობაში ტელეკომპანია „პირველი“ და ბიზნეს მედია ჯგუფი, ავრცელებენ მიზანმიმართულ სიცრუეს პროექტის დასრულებასთან დაკავშირებით. როდესაც სამუშაოებს ვიწყებდით და პროექტის განხორციელება იწყებოდა, მაშინვე ვთქვით, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დამთავრდებოდა. ასევე, მთავრობის წინა სხდომაზეც ვისაუბრე, გავაკეთე განმარტებები. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს კონკრეტული მედიასაშუალებები ცდილობენ, მიზანმიმართულად გაავრცელონ სიცრუე და შეცდომაში შეიყვანონ მოსახლეობა. ისინი საუბრობენ, თითქოს ოქტომბერში უნდა დამთავრებულიყო პროექტი და კონკრეტულ კომპანიას ერთი თვით გაუხანგრძლივდა ხელშეკრულება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, ხელშეკრულების ვადის კორექტირება ტექნიკური ხასიათის ცვლილება იყო, თუმცა ეს სამუშაოების დასრულების ვადებს არ შეცვლის.

დედაქალაქის მერის თქმით, რუსთაველის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს იქნება დასრულებული.

„როდესაც ჩვენ გამოვაცხადეთ ტენდერი, გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება, სადაც გათვალისწინებული იყო 100 დღის ვადა, თუმცა პირველ სამუშაოებს, როგორც იცით, ატარებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP). მოგეხსენებათ, მიწის ქვემოთ არსებული ქსელი იყო ამორტიზებული და, რა თქმა უნდა, ეს მათი გასაკეთებელი იყო. ზოგადად ყველა მსგავს პროექტზე, სადაც ვიწყებთ მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, GWP მოგვყვება და ახორციელებს მათ მიერ შესასრულებელ სამუშაოებს. როდესაც ეს სამუშაოები დამთავრდება, შემდეგ უკვე ჩვენს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შევა სამუშაოებით და დაიწყებს შესაბამის პროექტის განხორციელებას - სანიაღვრე ქსელის მოწყობას და ყველა იმ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რაც საგზაო მიმართულებით არის აუცილებელი.

ეს იყო უბრალოდ ტექნიკური ხასიათის ცვლილება, სამუშაოები ნოემბრის ბოლოს იქნება დასრულებული. ეს მანამდეც ძალიან ბევრჯერ ითქვა, მაგრამ კონკრეტული მედიასაშუალებები მაინც ცდილობენ, სიცრუეში შეიყვანონ მოსახლეობა და მიაწოდონ არასწორი ინფორმაცია. არ დაუჯეროთ, მეგობრებო. როგორც გითხარით, სამუშაოები დამთავრებული უნდა იყოს ნოემბრის ბოლოს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ძალიან აქტიურად მიმდინარეობს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics