|
2026-11-02 14:43:25, 786 ნახვა
პოლიტიკა
ფიფია - პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით
პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ირაკლი კობახიძის სპეციალურ წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნას რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. "2008 წლის შემდეგ ეს, შეიძლება ითქვას, პირველი ასეთი სერიოზული დანიშვნაა. მანამდეც იყვნენ სპეციალური წარმომადგენლები. თუ გახსოვთ, არსებობდა აბაშიძე-კარასინის ფორმატი, ჟენევის ფორმატი. კიდევ ვიღაც იყო, გვარი დამავიწყდა... ქაჯაია, ქაჯაია-კარასინი. მოკლედ, ეს ადამიანები უბრალოდ პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლები იყვნენ, მაგრამ ეს ადამიანი კარიერული დიპლომატია. ის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეა. რა თქმა უნდა, ის თავის თანამდებობაზე რჩება. ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით. მას შეუძლია უშუალოდ შეხვდეს თავის კოლეგას, მაგალითად, გალუზინს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს. შეუძლია თავად ლავროვსაც შეხვდეს და მასთან ნებისმიერი საკითხი განიხილოს. და როგორც ვხვდები, ის უკვე საკმაოდ სწრაფად მოქმედებს. მან უკვე დაამყარა კონტაქტი და, როგორც მესმის, უკვე განიხილავს ქართული პროდუქციის შეზღუდვებთან დაკავშირებულ საკითხებს." – განაცხადა ფიფიამ პროპაგანდისტულ Соловьёв LIVE-თან ჩაწერილ ინტერვიუში.
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)