13:52 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-30 18:12:59, 1298 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი

2025 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მენეჯერების პოზიციაზე დაფიქსირდა და 3 609 ლარი შეადგინა, ხოლო ყველაზე დაბალი არაკვალიფიციური მუშაკების პოზიციაზე —1 132 ლარი.

ამის შესახებ სტატისტიკას საქსტატი აქვეყნებს.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი დაკავებული თანამდებობების/პოზიციების მიხედვით 2025 წელს.

სტატისტიკის თანახმად, კაცების ხელფასი ყველა პოზიციაზე (ძირითად ჯგუფში) აღემატება ქალების ხელფასს. მაგალითად, მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი 2 713 ლარით განისაზღვრა, ხოლო კაცების ხელფასი - 4 312 ლარით.

რაც შეეხება დამსაქმებლების მიერ გაწერულ ხარჯებს დასაქმებულებისთვის, საქსტატის მონაცემებთ, გასულ წელს საშუალო წლიური დანახარჯები ერთ დაქირავებით დასაქმებულზე 26 671 ლარს შეადგენდა, საიდანაც 97.4% შრომის ანაზღაურება იყო, ხოლო 2.6% — სხვა დანახარჯები (სოციალური უზრუნველყოფა, კადრების მომზადება და გადამზადება, კულტურულ-საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელი და სხვა ღონისძიებები).

საქმიანობის სახეების მიხედვით, საშუალო წლიური დანახარჯები ერთ დაქირავებით დასაქმებულზე ყველაზე მაღალი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სფეროში იყო და 51 494 ლარი შეადგინა, ხოლო ყველაზე დაბალი — სხვა სახის მომსახურების სფეროში და 14 537 ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სექტორში, არასახელმწიფო სექტორთან შედარებით სამუშაო ძალაზე გაწეული საშუალო წლიური დანახარჯები 17.7%-ით ნაკლებია და შესაბამისად 23 329 და 28 353 ლარს შეადგენს





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics