2026-10-29 23:29:55, 1316 ნახვა
სპორტი
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს.
ინფორმაციას ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედია რუსეთის MMA-ის ფედერაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, რუს სპორტსმენებს ასევე უფლება ექნებათ გამოიყენონ ეროვნული დროშა და ჰიმნი.
თბილისში MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატი MMA-ის საერთაშორისო ფედერაციის ორგანიზებით იმართება და მასში 60-ზე მეტი ქვეყნის 850-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიება პირველ ნოემბერს დაიწყება და 7 ნოემბრამდე გაგრძელდება - მას "თბილისი არენა" უმასპინძლებს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან