|
2026-10-29 18:07:15, 3005 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
„ქართული ოცნების“ ლიდერი, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ „დარწმუნებული ვარ, რომ არ თაღლითობს, მინდა ასე ვიფიქრო“: „ელენე ხოშტარია იქნება თუ ნებისმიერი სხვა. ჩემთვის ელენე ხოშტარიაც თემაა, იმიტომ რომ პატარაობიდან ვიცნობ. პატარა იყო მაშინ, სულ სხვა ფიქრები, სხვა ამოცანები და სხვა ხედვები ჰქონდა, როცა გავიცანი. მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ესე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ ჩვენ და აღმოჩნდა, რომ არაფერი არ ჭირს. მე არ მინდა პარალელი გავავლო. დარწმუნებული ვარ, რომ არ თაღლითობს, მინდა ასე ვიფიქრო. რაც მთავარია, მის ჯანმრთელობას უნდა მიხედონ“. მან ისევ საპროცესო გარიგების საკითხზე ისაუბრა - საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად მან წაყენებული ბრალი უნდა აღიაროს. პროკურატურა მას ოპონენტის, თბილისის მოქმედი მერის, კახა კალაძის საარჩევნო პლაკატზე მარკერით წარწერის გაკეთების გამო სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება - მას 18-თვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია თოდუას კლინიკაში გამოკვლევების ჩასატარებლად ეტლით მიიყვანეს - გამოცემა „სანდო წყაროს“ მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებს კვლავ მოჰყვა მოთხოვნა მისი გათავისუფლების შესახებ.
პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებას 2026 წლის გაფართოების შესახებ ანგარიში ოფიციალურად გადასცა
თიბისის ციფრული ტრანსფორმაციის პროგრამა The Digital Banker-მა საქართველოში საუკეთესოდ აღიარა
ტელეკომპანია ფორმულას შენობაში ხანძარია, მაუწყებლობა შეწყდა
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)