17:44 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-29 17:29:27, 1708 ნახვა

პოლიტიკა
ნადარაია კოპალეიშვილს: ცდილობთ სასამართლოს წარმოჩენას ისე, თითქოს რაღაცაში გზღუდავთ

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, სადაც ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხს განიხილავენ, სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ ყოფილ მოსამართლე მაია კოპალეიშვილს შენიშვნა მისცა მას შემდეგ, რაც მან სასამართლოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით პრეტენზია გამოთქვა.

მის გამოსვლას „ქართული ოცნების“ დეპუტატი არჩილ გორდულაძე გამოეხმაურა და სასამართლოს მიმართა:

„კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდი სასამართლოს და ამ საზოგადოების წინაშე. რამდენ ხანს უნდა ვისმინოთ, ბატონო მოსამართლეებო, ნიკა გვარამია რით ამაყობს? [...] სასამართლოს სხდომა ვერ გამოდგება თავისი პიროვნული შეხედულებებისა და გრძნობების ბენეფისად“.

ამის შემდეგ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა მაია კოპალეიშვილმა განაცხადა, რომ, მისი დაკვირვებით, გორდულაძე სასამართლოს საქმიანობის ჩარჩოებს უსაზღვრავს.

„გორდულაძე თითქოს რაღაც ჩარჩოებს უსაზღვრავს სასამართლოს საქმიანობას [...] შემდეგ უკვე რა რეპლიკა თქვენგან მოდის, როგორც სასამართლოსგან, ზუსტად ერთი ერთში ის არის, რასაც გორდულაძე ითხოვს“, – თქვა კოპალეიშვილმა.

კოპალეიშვილმა დაამატა, რომ გორდულაძეს „საკონსტიტუციო სასამართლოს მომავალ მოსამართლედ“ ხედავს.

მას რევაზ ნადარაიამ უპასუხა და ასეთი შეფასება სასამართლოს შეურაცხყოფად მიიჩნია.

„ბატონმა გორდულაძემ ამ ახსნა-განმარტებების დროს დღეს დააფიქსირა მხოლოდ და მხოლოდ ორი პროტესტი. მითითება იმის თაობაზე, რომ ბატონი არჩილ გორდულაძე განუსაზღვრავს სასამართლოს რაიმე სამოქმედოს, თუ როგორ უნდა იმოქმედოს და ვის რა სიტყვა უნდა მისცეს, ეს არის, პირველ რიგში, სასამართლოს შეურაცხყოფა“, – განაცხადა ნადარაიამ.

მისი თქმით, მხარეს პროტესტის გამოთქმის უფლება აქვს, სასამართლოს კი სხდომაზე წესრიგის დაცვა ევალება.

„როგორ შეიძლება თქვენ, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, რომელიც 10 წელი მოსამართლე იყავით, [...] სასამართლოს წაუყენოთ პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმეში გზღუდავთ სასამართლო? ეს არის წარმოუდგენელი შეფასება თქვენი მხრიდან“, – მიმართა ნადარაიამ კოპალეიშვილს.

სასამართლოს თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ კოპალეიშვილი ცდილობდა სასამართლოს ისე წარმოჩენას, თითქოს ის მხარეს ზღუდავდა და მოსარჩელის პოზიციაზე რეაგირებდა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებას 2026 წლის გაფართოების შესახებ ანგარიში ოფიციალურად გადასცა
თიბისის ციფრული ტრანსფორმაციის პროგრამა The Digital Banker-მა საქართველოში საუკეთესოდ აღიარა
ტელეკომპანია ფორმულას შენობაში ხანძარია, მაუწყებლობა შეწყდა
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics