04:55 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-11 11:40:27, 478 ნახვა

პოლიტიკა
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობის - 39%-ის აზრით საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი  კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა - 39% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.

 კერძოდ, კითხვაზე - როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო? გამიკითხულთა 39% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 36% მიიჩნევს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება, ხოლო 20%-ის აზრით საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება.

კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში მიმდინარეობდა.

საქართველოს მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე, 3,900 პირი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics