|
2016-04-11 11:25:25, 405 ნახვა
პოლიტიკა
NDI- კვლევის მიხედვით, პროდასავლურ კურსს უპირიბოდ 14% უჭერს მხარს, ხოლო უპირობო პრორუსულ კურსს 5%
NDI: 52% ფიქრობს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა პროდასავლური იყოს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად საქართველოს მოსახელეობის 52% ფიქრობს, რომ საქართველოს პროდასავლური კურსი უნდა იყოს, თუმცა კარგი ურთიერთობა უნდა შინარჩუნოს რუსეთთან. 16% მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარო კურსი პრორუსული უნდა იყოს, თუმცა კარგი ურთიერთობა უნდა შეინარჩუნოს ევროკავშირთან და ნატოსთან. პროდასავლურ უპირობო კურსს 14% უჭერს მხარს, ხოლო უპირობო პრორუსულ კურსს 5%-ს. კერძოდ, კითხვაზე თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკა, NDI-ის კვლევის თანახმად გამოკითხულთა უმრავლესობის 52% ფიქრობს, რომ პროდასავლური, თუმცა უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთან. კვლევის მიხედვით, 14 % ფიქრობს, რომ საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს პროდასავლური, 16% -ის აზრით კი პრორუსული, თუმცა უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ევროკავშირსა და ნატოსთან. ამასთან, გამოკითხულთა 5% აზრით, საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს პრორული. 11 %-მა უპასუხა, რომ არ იცის, ხოლო 1 %-მა უარი თქვა კითხვაზე. კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში მიმდინარეობდა. საქართველოს მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე, 3,900 პირი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)