12:26 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-28 10:55:02, 808 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის არჩევნებზე ხმების 56.7%-ის დათვლის შემდეგ, უმრავლესობას ვერცერთი ბლოკი ვერ ფლობს

ისრაელის არჩევნებზე ხმების 56.7%-ის დათვლის შემდეგ. უმრავლესობას ვერცერთი ბლოკი ვერ ფლობს. მოქმედი პრემიერის ​ნეთანიაჰუს ბლოკს 55 ადგილი აქვს, ოპოზიციას 49, ხოლო არაბულ პარტიებს 16, მთავრობის ფორმირებისთვის საჭიროა 61 მანდატი.
​ხმების ნაწილობრივი დათვლით პარტია „ლიკუდი“ 27 ადგილით ლიდერობს და უსწრებს აიზენკოტის პარტია „იაშარს“, რომელსაც 21 მანდატი აქვს. „ერთიანი სია“ 12 მანდატს იღებს, ბენეტის პარტია „ერთად“ 11-ს, „დემოკრატებსა“ და „თორის გაერთიანებულ იუდაიზმს“ 9-9 ადგილი აქვთ.
​ღამის ეგზიტპოლების განახლებული მონაცემებიც ნეთანიაჰუს სასარგებლოდ გადაიხარა და მისი მიხედვით, ბლოკი 51-53 მანდატს იღებს. ოპოზიციის მაჩვენებელი 49–51 ადგილამდე შემცირდა.
​ოპოზიცია და ორივე არაბული პარტია გაერთიანების შემთხვევაში 65 ადგილის დაკავებას შეძლებდნენ, თუმცა „ერთიანმა სიამ“ მათ მხოლოდ გარე მხარდაჭერა შესთავაზა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინაში Starlink-ის პრობლემების შემდეგ თავდაცვის გაძლიერებას განიხილავს:
კალაძე - რეალურად არ არსებობდა არანაირი ე.წ. NGO სექტორი და პოლიტიკური პარტიები, ეს იყო ერთი ძალა
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ჩერგოლეიშვილი – ყველა აქციიდან გავყრი სააკაშვილის იმ 30 ბანდერლოგს, რომელიც აქციის მესიჯის დისციპლინას თვითმარქვია ბელადის ბანერებით დაარღვევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics