|
2026-10-28 10:46:47, 680 ნახვა
კულტურა
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით თოჯინების თეატრების გაერთიანებამ ახალი სეზონი დაიწყო
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით, საქართველოს თოჯინების სახელმწიფო თეატრების გაერთიანებამ ახალი სეზონი დაიწყო, რომელიც თბილისის, ქუთაისის, ახალციხის, ბორჯომის და გურჯაანის თოჯინების თეატრებს აერთიანებს. ყოველი სეზონი განსაკუთრებული და გამორჩეულია მაყურებლისთვის, წლევანდელი სეზონიც შთამბეჭდავი პროექტებით დაიწყო. სხვადასხვა რეგიონში უკვე შედგა პრემიერა. ქუთაისში მე-80 სეზონი „ქაღალდის ჩიტის“ პრემიერით გაიხსნა. ახალციხის თეატრმა ახალი სეზონი სპექტაკლით „უღუ და თეთ“ გახსნა. თბილისის თოჯინების თეატრში კი 93-ე სეზონი გაიხსნა და მაყურებელმა რეჟისორ გიორგი ჭანტურიას სპექტაკლი „თოვლის გუნდა“ იხილა. ახალი სეზონი, ახალი ისტორიებით, პერსონაჟებითა და ჯადოსნური სამყაროთი არის დატვირთული. ამჟამად რეგიონებში მიმდინარეობს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების კვირეული, რომლის მიზანიც გაერთიანებაში შემავალი თეატრების მაყურებლისთვის გაცნობა და მათი შემოქმედებითი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებაა. კვირეულის ფარგლებში გურჯაანში შედგა ქუთაისის თეატრის სპექტაკლი „ცისფერი კოცონი“, რომელმაც მაყურებლისგან დიდი მოწონება დაიმსახურა. თოჯინების თეატრების გაერთიანების კვირეული გაგრძელდება ქუთაისსა და ახალციხეში. უახლოეს მომავალში პრემიერები იგეგმება თბილისშიც, კერძოდ, გიორგი შალუტაშვილის სპექტაკლ „სალამურას“ და საბა ასლამაზაშვილის “გველის მჭამელს“ იხილავს მოზარდი მაყურებელი. ბაზისბანკისთვის ქართული თეატრის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს. ბანკი არის მარჯანიშვილის თეატრის, ახმეტელის თეატრის, სანდრო მრევლიშვილის სახელობის თეატრის და „თოჯინების სახლის“ გენერალური სპონსორი.
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინაში Starlink-ის პრობლემების შემდეგ თავდაცვის გაძლიერებას განიხილავს:
კალაძე - რეალურად არ არსებობდა არანაირი ე.წ. NGO სექტორი და პოლიტიკური პარტიები, ეს იყო ერთი ძალა
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ჩერგოლეიშვილი – ყველა აქციიდან გავყრი სააკაშვილის იმ 30 ბანდერლოგს, რომელიც აქციის მესიჯის დისციპლინას თვითმარქვია ბელადის ბანერებით დაარღვევს
|
რედაქტორის რჩევით
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)