04:55 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-11 11:06:01, 438 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს მოსახლეობის 77% ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა, 68% ნატოს წევრობას უჭერს მხარს

საქართველოს მოსახლეობის 77%-ისთვის ქვეყნის ევროკავშირის წევრობა მისაღებია, - ამის შესახებ ნათქვამია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სოციოლოგიურ კვლევაში.

კითხვაზე მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი 77% ფიქრობს, რომ მისაღებია, ხოლო 14%-ისთვის მიუღებელია.

რაც შეეხება იმავე კითხვას ნატოსთან მიმართებაში 68%-ისთვის ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება მისაღებია, ხოლო 19%-ისთვის მიუღებელია. 

კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში მიმდინარეობდა.

საქართველოს მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე, 3,900 პირი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics