14:49 - 20 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-08 10:01:43, 5523 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთის პოლიციამ ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილთა ფოტოები გამოაქვეყნა

საფრანგეთის პოლიციამ ჟურნალ  Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილთა ფოტოები გამოაქვეყნა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბი ბი სი“ ავრელებს.

მათივე ცნობით, საფრანგეთში ძმებ კუაშებზე – 34 წლის საიდსა და 32 წლის შერიფზეა ძებნა გამოცხადებული. პოლიცია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ისინი შეიარაღებულები და საშიშები არიან.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ჟურნალის რედაქციაზე თავდასხმაში მესამე ეჭვმიტანილი 18 წლის ამიდ მურადია. ის პოლიციას თავისი ნებით ჩაბარდა, თუმცა  ამტკიცებს, რომ მას თავდასხმასთან არანაირი კავშირი არ აქვს. 

მისმა მეგობრებმა სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ ამიდ მურადი თავდასხმის დროს სკოლაში იმყოფებოდა. თუმცა აღნიშნული დაკავება ოფიციალურად ჯერ არ დასტურდება. 

შერიფ კუაში წარსულში ერთხელ უკვე ნასამართლევია,  მას ბრალი  2008 წელს ტერორისტული აქტის მოწყობაში ერაყელ მეამბოხეებთან თანამშრომლობისათვის წაუყენეს და სასჯელი წელიწადნახევარში მოიხადა.

შეგახსენებთ, პარიზში ჟურნალ „Charlie Hebdo“-ს რედაქციის თავდასხმას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 10 დაშავებულია. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, 4 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

არსებული ინფორმაციით, რედაქციას თავს ორი ნიღბიანი ადამიანი ავტომატებით  დაესხა და იქ მომუშავე პერსონალს ცეცხლი გაუხსნა.

ცნობილია, რომ  ჟურნალ „Charlie Hebdo“-მ ინციდენტამდე ერთი საათით ადრე  ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე  "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუდუ ზივზივაძის მამა გველესიანის ინტერვიუზე - მოღალატეებს რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტავ სინდისი არ აწუხებს?
გარემოს ეროვნული სააგენტო - ბათუმში 21 საათის განმავლობაში უწყვეტად წვიმდა - 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა
მაკრონმა ტრამპს უპასუხა: საფრანგეთი ყოველდღე არ დაადასტურებს თავის სუვერენიტეტს ვიღაცის უცნაური განცხადებების გამო
მომავალ კვირას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დაახლოებით 130 მსოფლიო ლიდერი შეიკრიბება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics