|
2026-10-27 16:50:18, 3740 ნახვა
ეკონომიკა
რუსეთმა სასმლის იმპორტი კიდევ 2 ქართულ კომპანიას შეუზღუდა
რუსეთმა სასმლის შეტანა კიდევ 3 ქართულ კომპანიას შეუზღუდა - ამის შესახებ ინფორმაციას პრორუსი ბიზნესმენი, "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია "ფორმულასთან" ამბობს. მისი ინფორმაციით, ეს კომპანიებია: "შატო მუხრანი" და "ვინივერია". "სამწუხაროდ, სანქციების მეორე ტალღაში მოყვა "შატო მუხრანი" და "ვინ ივერია". "ვინივერია" ატარებდა აუქციონს უკრაინის ტერიტორიაზე და ამ აუქციონიდან ფული პირდაპირ მიდიოდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, უკრაინის ჯარს აფინანსებდა. ეს განცხადება გაკეთდება ამ დღეებში. ძალიან სამწუხაროა", - თქვა თავდაპირველად BMge-სთან ფიფიამ. 10 ოქტომბერს გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთმა საქართველოდან გარკვეული ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების იმპორტი აკრძალა. კერძოდ, რუსეთმა აკრძალა: "ნაბეღლავის", "კოკა-კოლას", "თელიანი ველის", "თბილღვინოს", "ძმები ასკანელების", "ვაინმენისა" და ქართული ლუდის კომპანიის პროდუქტების იმპორტი.
პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებას 2026 წლის გაფართოების შესახებ ანგარიში ოფიციალურად გადასცა
თიბისის ციფრული ტრანსფორმაციის პროგრამა The Digital Banker-მა საქართველოში საუკეთესოდ აღიარა
ტელეკომპანია ფორმულას შენობაში ხანძარია, მაუწყებლობა შეწყდა
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)