|
2026-10-20 16:55:12, 452 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ოპოზიციური პარტიების აკრძალვა პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესებშია, მათ შორის მათი ამომრჩევლის
ივანიშვილის პრემიერის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვა "პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესებშია", მათ შორის, "ასაკრძალი პარტიების" ამომრჩევლის. კითხვაზე, "წამყვანი პოლიტიკური პარტიების აკრძალვით რას ეუბნებით ქართველ ხალხს, რომლებმაც მათ მისცეს ხმა და ცესკოს მონაცემებითაც აქვთ მხარდაჭერა", ივანიშვილის პრემიერი ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ ქართველ ხალხს სჭირდება ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი. "ჰიტლერი რომ ცოცხალი დარჩენილიყო და არჩევნებში მიეღო მონაწილეობა, რაც გერმანელებმა, მადლობა ღმერთს არ დაუშვეს, ჩვენ მოგვიწია ამის დაშვება, ქართველი ლიბერალ-ფაშისტების დატოვება მოგვიწია ქართულ პოლიტიკაში... ჰიტლერი რომ დარჩენილიყო თავის დროზე პოლიტიკაში, რომ გადარჩენილიყო, მიეღო მონაწილეობა გერმანიაში არჩევნებში, ის ორნიშნა შედეგსაც მიიღებდა სავარაუდოდ, ასეთი იყო მაშინ გერმანიაში მოცემულობა. ამიტომ, ეს არ არის განმსაზღვრელი, განმსაზღვრელი არის ის თუ რა პოლიტიკას აწარმოებენ პოლიტიკური პარტიები, არიან თუ არა ისინი თავისი არსით არაკონსტიტუციურები და ჩვენ ჩვენი სარჩელით სწორედ ამას ვამტკიცებთ, რომ ეს პოლიტიკური პარტიები არიან თავისი არსით არაკონსტიტუციურები, შესაბამისად, ისინი სამწუხაროდ იწვევენ ჩვენი პოლიტიკური სისტემის ინფიცირებას არაკონსტიტუციური სულისკვეთებით. ეს უნდა შეიცვალოს, ამ ჩაკეტილ წრეს თავი უნდა დააღწიოს ქართველმა, ზუსტად ქართველი ხალხის გამოწვევაა ეს, ქართველ ხალხს სჭირდება ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი და არ სჭირდება ასეთი არაკონსტიტუციური, მუდმივად საბოტაჟზე მომართული პოლიტიკური პარტიები. ეს არის პირველ რიგში ქართველი ხალხის ინტერესებში" - თქვა კობახიძემ.
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)