02:16 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-20 16:49:30, 445 ნახვა

კობახიძე ოპოზიციაზე - სასამართლოს მაგივრად ურჩევნიათ, ესაუბრონ უცხოელ დიპლომატებს, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს

სასამართლოს მაგივრად ურჩევნიათ, ესაუბრონ უცხოელ დიპლომატებს, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს, მათ შორის იმაზე, რომ მათ საკუთარი პოზიციების დაცვის იმედი არ აქვთ, გამომდინარე იქიდან, რომ არგუმენტები არ აქვთ, - ასე უპასუხა ივანიშვილის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ელჩებთან შეხვედრას შეეხებოდა. 

კობახიძემ აღნიშნა, მთელი ამ წლების განმავლობაში ეს პოლიტიკური პარტიები არაფერს არ აკეთებდნენ, გარდა საბოტაჟისა. 

„ისინი ყოველთვის ასე აკეთებენ, ხალხის ნაცვლად, არჩევნების წინ ესაუბრებიან დიპლომატებს და უცხოელ პატრონებს,არჩევნების წინაც კი, როცა ხალხს უნდა ესაუბრონ და ახლა, როცა არის სასამართლო პროცესი, სასამართლოს მაგივრად ურჩევნიათ, ესაუბრონ უცხოელ დიპლომატებს, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს, მათ შორის იმაზე, რომ მათ საკუთარი პოზიციების დაცვის იმედი არ აქვთ, გამომდინარე იქიდან, რომ არგუმენტები არ აქვთ. მთელი ამ წლების განმავლობაში ეს პოლიტიკური პარტიები არაფერს არ აკეთებდნენ, გარდა საბოტაჟისა. ჯერ 2012 წლამდე, თქვენ იცით, როგორია ამ პოლიტიკური პარტიების წარსული და მერე 2012 წლიდან მოყოლებული. ჯერ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყველა არჩევნების ჩაშლა სცადეს. 2012 წლის არჩევნების ჩაშლაც კი სცადეს, რომელიც მათ მიერვე იყო ჩატარებული და მერე 2016 წელს, 2020 წელს, 2024 წელს საუბარი მაქვს მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებზე, პრაქტიკულად სცადეს ყველა არჩევნების ჩაშლა არალეგიტიმურად გამოაცხადეს, მათ შორის ჯერ მარგველაშვილი, მერე ზურაბიშვილი. ყველა პრეზიდენტს აცხადებდნენ არალეგიტიმურად, ყველა პარლამენტს აცხადებდნენ არალეგიტიმურად, რაც თავისთავად ფარსი იყო, შემდეგ უწევდათ „არალეგიტიმურ" პარლამენტში შესვლა, „არალეგიტიმური" პრეზიდენტის გმირად გამოცხადება და ა.შ. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მათთვის ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ თვითმიზანი იყო საბოტაჟის განხორციელება, კონსტიტუციური წყობილების მიმართ საბოტაჟის განხორციელება. ეს არის ის მარტივი არგუმენტები, რასაც ისინი ვერ უპირისპირებენ საკუთარ კონტრარგუმენტებს. აქედან გამომდინარე, ეშინიათ საკონსტიტუციო მართლმსაჯულების და ურჩევნიათ, საკონსტიტუციო სასამართლოს ნაცვლად არსებითად ესაუბრონ სწორედ ელჩებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics