|
2026-10-19 15:32:26, 247 ნახვა
პოლიტიკა
ვახო სანაია - ჩემი დაკავების მიზანია საზოგადოება გაჩუმდეს, საზოგადოება არ გაჩუმდება არასდროს - ამ რეჟიმს ამოვაყირავებთ
ამ რეჟიმს ამოვაყირავებთ, რამდენი დროც არ უნდა დასჭირდეს, აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დასრულდება! - ამის შესახებ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ დაკავებისას განაცხადა, რომელსაც 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. სანაიას თქმით, ვერანაირი პატიმრობა ვერ შეცვლის ამ სიტუაციას. „ბოლომდე! ვერანაირი პატიმრობა ვერ შეცვლის ამ სიტუაციას. ჩემი დაკავების მთავარი მიზანია საზოგადოება გაჩუმდეს, საზოგადოება არ გაჩუმდება არასდროს. ამ რეჟიმს ამოვაყირავებთ, რამდენი დროც არ უნდა დასჭირდეს, აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დასრულდება. ჩვენი დევიზია ბოლომდე“, - აღნიშნა სანაიამ. ცნობისთვის, ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. მას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა დღეს შეუფარდა. სხდომას არ ესწრებოდა ვახო სანაია, ვინაიდან მიიჩნევს, რომ „პოსტების გამო დევნა აბსურდულია“. შინაგან საქმეთა სამინისტრო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა.
გია ვოლსკი – ადვოკატსაც და ღარიბაშვილსაც გაუჭირდებათ დამტკიცება, რომ პოლიტიკური ნიშანი დევს მის გასამართლებაში
სასამართლომ საქმეში არ ჩართო ღარიბაშვილის წერილი, რომელშიც მდინარაძე იყო ნახსენები
ადვოკატი: იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი პროცესებზე გამოცხადდება და იმედია, არ დახურავენ სასამართლო სხდომებს
ვახო სანაიას დაკავება კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)