02:15 - 17 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-16 20:36:56, 396 ნახვა

საზოგადოება
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? – საქართველოს ბანკის კამპანიას ახალი პარაჩემპიონები და ბრენდები უერთდებიან

ყოველ ოთხ წელიწადში ქართველი პარასპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას აღწევენ. ისინი იგებენ მედლებს, ამყარებენ მსოფლიო რეკორდებს და წერენ ისტორიას. თუმცა პარალიმპიადის დასრულების შემდეგ მათი ისტორიები და გამარჯვებები ხშირად ყურადღების მიღმა რჩება.
სწორედ ამიტომ საქართველოს ბანკმა, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარმა სპონსორმა, დაიწყო კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“. მისი მიზანია პარასპორტსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლება და ამ პროცესში ქართული ბრენდების ჩართვა, რათა პარალიმპიელმა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ.

კამპანიას ახალი პარაჩემპიონები ანა ჯაფარიძე, გიორგი ნიკოლაძე, ვლადიმერ ჭინჭარაული, აკაკი ჯინჭარაძე, საბა ბაღდავაძე, სანდრო მეგრელიშვილი უერთდებიან.
კამპანიის ფარგლებში შექმნილ ფოტოსერიაში პარალიმპიელები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არიან გადაღებული, თუმცა თითოეულ ფოტოში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ნაცვლად კი მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“
ეს კითხვა ქართული ბიზნესისთვის გამოწვევად იქცა და მას უკვე პასუხი აქვს: კამპანიას დღეისათვის 20-მდე ბრენდი შემოუერთდა, რომლებმაც ცარიელი ადგილი შეავსეს და ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან  გიგა ოჩხიკიძესთან, ნინა თიბილაშვილთან, ირმა ხეცურიანთან, გვანცა ზადიშვილთან, ნატა ოჩიგავასთან, ლიკუნა ჩაჩიბაიასთან და ზაკო მუშკუდიანთან პარტნიორობის სურვილი გამოთქვეს. 
საქართველოს ბანკი ახალ ბრენდებსაც ელოდება, რომლებიც ამ ეტაპზე შემოერთებულ პარალიმპიელ ჩემპიონებს დაუჭერენ მხარს.
საქართველოს ბანკის კამპანია Art & Qopy დუეტთან თანამშრომლობით შეიქმნა.
„პარასპორტსმენების წარმატებაზე ხშირად მხოლოდ მაშინ ვსაუბრობთ, როცა ისინი მედალს იგებენ. თუმცა დღეს ჩემპიონების ცნობადობას მხოლოდ მედლები არ განსაზღვრავს. სპორტსმენების ხილვადობას ქმნის ბრენდებთან თანამშრომლობა, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონები კი ასეთ შესაძლებლობებს იშვიათად იღებენ. სწორედ ამიტომ დავისახეთ მიზნად ამ კამპანიით მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლება. გვიხარია, რომ 20-მდე ბრენდმა უკვე უპასუხა ჩვენს კითხვას. პარაჩემპიონებთან თანამშრომლობით ბრენდები არა მხოლოდ საკუთარ კომუნიკაციას ხდიან უფრო საინტერესოს, არამედ ხელს უწყობენ ისეთი გარემოს შექმნას, რომელშიც პარასპორტსმენები მუდმივად დარჩებიან ყურადღების ცენტრში. ვფიქრობთ, ეს მხოლოდ დასაწყისია“, – აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.
ჩემპიონები მზად არიან. ახლა კვლავ ბრენდების ჯერია.კამპანიას ახალი პარაჩემპიონები ანა ჯაფარიძე, გიორგი ნიკოლაძე, ვლადიმერ ჭინჭარაული, აკაკი ჯინჭარაძე, საბა ბაღდავაძე, სანდრო მეგრელიშვილი უერთდებიან.
კამპანიის ფარგლებში შექმნილ ფოტოსერიაში პარალიმპიელები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არიან გადაღებული, თუმცა თითოეულ ფოტოში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ნაცვლად კი მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“
ეს კითხვა ქართული ბიზნესისთვის გამოწვევად იქცა და მას უკვე პასუხი აქვს: კამპანიას დღეისათვის 20-მდე ბრენდი შემოუერთდა, რომლებმაც ცარიელი ადგილი შეავსეს და ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან  გიგა ოჩხიკიძესთან, ნინა თიბილაშვილთან, ირმა ხეცურიანთან, გვანცა ზადიშვილთან, ნატა ოჩიგავასთან, ლიკუნა ჩაჩიბაიასთან და ზაკო მუშკუდიანთან პარტნიორობის სურვილი გამოთქვეს. 
საქართველოს ბანკი ახალ ბრენდებსაც ელოდება, რომლებიც ამ ეტაპზე შემოერთებულ პარალიმპიელ ჩემპიონებს დაუჭერენ მხარს.
საქართველოს ბანკის კამპანია Art & Qopy დუეტთან თანამშრომლობით შეიქმნა.

„პარასპორტსმენების წარმატებაზე ხშირად მხოლოდ მაშინ ვსაუბრობთ, როცა ისინი მედალს იგებენ. თუმცა დღეს ჩემპიონების ცნობადობას მხოლოდ მედლები არ განსაზღვრავს. სპორტსმენების ხილვადობას ქმნის ბრენდებთან თანამშრომლობა, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონები კი ასეთ შესაძლებლობებს იშვიათად იღებენ. სწორედ ამიტომ დავისახეთ მიზნად ამ კამპანიით მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლება. გვიხარია, რომ 20-მდე ბრენდმა უკვე უპასუხა ჩვენს კითხვას. პარაჩემპიონებთან თანამშრომლობით ბრენდები არა მხოლოდ საკუთარ კომუნიკაციას ხდიან უფრო საინტერესოს, არამედ ხელს უწყობენ ისეთი გარემოს შექმნას, რომელშიც პარასპორტსმენები მუდმივად დარჩებიან ყურადღების ცენტრში. ვფიქრობთ, ეს მხოლოდ დასაწყისია“, – აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.
ჩემპიონები მზად არიან. ახლა კვლავ ბრენდების ჯერია.

ავტორი: R (რეკლამა),

სოციალური ქსელები
ჯაფარიძე - რამდენიმე პარტია კი არ იკრძალება, დე-ფაქტო პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება სოციუმის საკმაოდ დიდ ჯგუფს
რომის პაპმა სატელეფონო საუბრისას პუტინს მოუწოდა შეწყვიტოს ცეცხლი
ზელენსკიმ განმარტა, თუ რა შესთავაზა აშშ-ს და რატომ გადაწყვიტა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების განახლება
ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი - ტერიტორიული პრეტენზიების "რელიგიური ლოზუნგებით შეფუთვის მცდელობები" რეალობას ვერ შეცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics