|
2026-10-16 17:17:38, 415 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის Wealth Management-ის მიმართულება და Visa წარმოგიდგენთ Visa Infinite Private ბარათს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც Visa-სთან პარტნიორობით Visa Infinite Private ბარათს წარადგენს. ბარათი მხოლოდ სპეციალური მოწვევითაა ხელმისაწვდომი Wealth Management-ის Ultra-High-Net-Worth მომხმარებლებისთვის. ახალი მეტალის ბარათი აერთიანებს Wealth Management-ის პერსონალურ საბანკო გამოცდილებას, Visa-ს გლობალურ საგადახდო შესაძლებლობებთან, სერვისებსა და პერსონალიზებულ შეთავაზებებთან, რაც ხელს უწყობს ბანკის როგორც გამორჩეული პერსონალური საბანკო მომსახურების მქონე ორგანიზაციის პოზიციონირების გაძლიერებასა და მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების გაღრმავებას. Visa Infinite Private მეტია, ვიდრე უბრალოდ გადახდის საშუალება. ეს არის ურთიერთობის ახალი სტანდარტი და ფორმა, რომელიც სპეციალურად Wealth Management-ის მომხმარებლებისთვის შეიქმნა. მეტალის ბარათი გამოირჩევა თავისი უნიკალური დიზაინით, რომელსაც ანალოგი არ აქვს მსოფლიოში - მასზე გამოსახულია საქართველოს ბანკის ბრენდის სიმბოლო, ალაზნის ველის ლომი. Visa Infinite Private ასევე აერთიანებს გამორჩეულ გამოცდილებებსა და ექსკლუზიურ შეთავაზებებს სხვადასხვა კატეგორიაში, მათ შორის: დასვენება და მოგზაურობა; გართობა და გასტრონომია; შოპინგი, ჯანმრთელობა და ჯანსაღი ცხოვრება. აღსანიშნავია, რომ ახალი ბარათი მულტისავალუტოა და საქართველოში პირველად, მომხმარებლებს რვა ვალუტის ერთდროულად მართვის შესაძლებლობა ეძლევათ. 27 ოქტომბრიდან ბარათები Wealth Management-ის იმ მომხმარებლებისათვის გაიცემა, რომლებსაც ბანკი ამ ექსკლუზიურ შესაძლებლობას პერსონალურად შესთავაზებს. Visa Infinite Private-ის წარდგენა კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოს ბანკის Wealth Management-სა და Visa-ს შორის არსებულ გრძელვადიან პარტნიორობაში. ორგანიზაციები ერთობლივად გააგრძელებენ ამ პროდუქტის განვითარებას Wealth Management-ის მომხმარებლებზე მორგებული სერვისებითა და გამორჩეული გამოცდილებებით, რითიც დროთა განმავლობაში მის ფასეულობას კიდევ უფრო გააძლიერებენ. „საქართველოს ბანკის Wealth Management-ის მთავარი მიზანი ყოველთვის იყო ჩვენი მომხმარებლებისთვის არა მხოლოდ ფინანსური სერვისის, არამედ საერთაშორისო სტანდარტის, გამორჩეული და პერსონალიზებული გამოცდილების შექმნა. Visa Infinite Private ბარათი ამ ხედვის გაგრძელებაა - პირველად მსოფლიოში შექმნილი ბარათი აერთიანებს ექსკლუზიურ შესაძლებლობებს და განსაკუთრებულ გამოცდილებებს, რომლებიც ჩვენი მომხმარებლების ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ცხოვრების სტილს ერგება. ჩვენთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომ ასეთი მასშტაბის ინოვაცია Visa-სთან პარტნიორობით სწორედ საქართველოს ბანკის Wealth Management-ის მომხმარებლებისთვის შეიქმნა. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი იმ გზაზე, რომელსაც წლებია მივყვებით - შევქმნათ გამოცდილებები, რომლებიც არა მხოლოდ პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს, არამედ თავად განსაზღვრავს მათ“, - აღნიშნავს ვალერიან გაბუნია, პრემიუმ საცალო საბანკო მიმართულების ხელმძღვანელი. „საქართველოს ბანკის Wealth Management-ში ჩვენი მთავარი პრიორიტეტია კლიენტებთან ნდობაზე დაფუძნებული, გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება, მათი კაპიტალის მართვის პროცესში ინდივიდუალური მიდგომისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურების უზრუნველყოფა. განსაკუთრებით ვამაყობთ, რომ საქართველოს ბანკი მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც Visa Infinite Private-ს წარადგენს. ეს გამორჩეული პროდუქტი ექსკლუზიურად ჩვენი Wealth Management-ის კლიენტებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. Visa Infinite Private-ის დანერგვა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი სტრატეგიული მიზნისკენ - ქართველ და საერთაშორისო კლიენტებს საქართველოში შევთავაზოთ მსოფლიო დონის საბანკო მომსახურება, ინოვაციური გადაწყვეტილებები და მათ საჭიროებებსა და ცხოვრების სტილზე მორგებული ექსკლუზიური პრივილეგიები. ჩვენთვის ეს მხოლოდ ახალი პროდუქტის წარდგენა არ არის - ეს არის ჩვენი ამბიციის გამოხატულება, მუდმივად ავამაღლოთ Wealth Management-ის მომსახურების სტანდარტი და ჩვენს მომხმარებელებს მივცეთ პრიორიტეტული წვდომა ისეთ ინოვაციურ პროდუქტებსა და გამორჩეულ შესაძლებლობებზე, რომლებიც ჯერ კიდევ იშვიათობაა გლობალურ კერძო საბანკო სივრცეშიც კი“, - თეონა ბერია, Wealth Management-ის მიმართულების ხელმძღვანელი „ეს პარტნიორობა ასახავს Visa-ს გლობალური ინოვაციებისა და საქართველოს ბანკის Wealth Management-ის ბაზრის ექსპერტიზისა და მომხმარებლებთან სანდო ურთიერთობების სტრატეგიულ მნიშვნელობას. ჩვენ ერთობლივად ვაძლიერებთ პრემიუმ საბანკო მიმართულებას საქართველოში, ვქმნით კლიენტებთან ურთიერთობის ახალ შესაძლებლობებს და ვაჩვენებთ, თუ როგორ შეიძლება საერთაშორისო პლატფორმის ადაპტირება ადგილობრივი ბაზრისთვის საჭირო ღირებულების შესაქმნელად“, - დიანა კიღურაძე, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიასა და მოლდოვაში. „Visa Infinite Private მარტივი იდეის გარშემო შეიქმნა: მივცეთ ჩვენს ყველაზე მომთხოვნ და ხარისხზე ორიენტირებულ კლიენტებს წვდომა ისეთ გამოცდილებებზე, რომლებიც გამორჩეული, განსაკუთრებულად სასურველი და ხშირად რთულად ხელმისაწვდომია. მოგზაურობიდან დაწყებული, ექსკლუზიური გასტრონომიით, საკულტო სპორტული ღონისძიებებითა და პრივილეგირებული შოპინგის გამოცდილებით დამთავრებული - ეს პროდუქტი მიზნად ისახავს ახალი შესაძლებლობებისა და დაუვიწყარი მომენტების შექმნას, რაც ბევრად სცდება ბარათების არსებულ და ტრადიციულ უპირატესობებს“, - აღნიშნავს გოდფრი სალივანი, Visa-ს უფროსი ვიცე-პრეზიდენტი და პროდუქტებისა და გადაწყვეტილებების მიმართულების ხელმძღვანელი CEMEA-ს რეგიონში. გამორჩეული გამოცდილებისთვის. მხოლოდ Infinite. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ვებ-გვერდს
ჯაფარიძე - რამდენიმე პარტია კი არ იკრძალება, დე-ფაქტო პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება სოციუმის საკმაოდ დიდ ჯგუფს
რომის პაპმა სატელეფონო საუბრისას პუტინს მოუწოდა შეწყვიტოს ცეცხლი
ზელენსკიმ განმარტა, თუ რა შესთავაზა აშშ-ს და რატომ გადაწყვიტა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების განახლება
ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი - ტერიტორიული პრეტენზიების "რელიგიური ლოზუნგებით შეფუთვის მცდელობები" რეალობას ვერ შეცვლის
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)