18:13 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-09 12:52:17, 2695 ნახვა

ეკონომიკა
გასულ წელს, საქართველოში საშუალო ხელფასი 2 165 ლარი იყო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 9.9%-ით (194.5 ლარით) გაიზარდა და 2 165.2 ლარი შეადგინა - ამის შესახებ საქსტატი წერს.

უწყების ცნობით, ხელფასების მატება თითქმის ყველა სექტორში დაფიქსირდა. ყველაზე მაღალი ანაზღაურება კვლავ საფინანსო/სადაზღვევო სფეროსა (4 123.6 ლარი) და ინფორმაცია-კომუნიკაციის სექტორშია (4 042.6 ლარი).

მონაცემები აჩვენებს, რომ გენდერული დაშლით კაცების საშუალო ხელფასი (2 586.5 ლარი) კვლავ მნიშვნელოვნად აღემატება ქალებისას (1 743.4 ლარი), ხოლო რეგიონულ ჭრილში ყველაზე მაღალი ანაზღაურება ქალაქ თბილისში ფიქსირდება (2 565 ლარი).

საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს არასახელმწიფო (კერძო) სექტორში საშუალო ხელფასი მნიშვნელოვნად მაღალი იყო, ვიდრე სახელმწიფო სექტორში:

  • არასახელმწიფო სექტორი: 2 301.0 ლარი (გაიზარდა 8.7%-ით);
  • სახელმწიფო სექტორი: 1 895.4 ლარი (გაიზარდა 12.8%-ით).

სხვაობა: 2025 წელს სახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასი არასახელმწიფო სექტორთან შედარებით 405.6 ლარით (17.6%-ით) ნაკლები იყო.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ლიდერების უმეტესობა ამჟამად ან სისხლის სამართლის ბრალდებების წინაშე დგას, ან ემიგრაციაში იმყოფება, ან ციხეშია - ევროკომისიის ანგარიში
პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებას 2026 წლის გაფართოების შესახებ ანგარიში ოფიციალურად გადასცა
თიბისის ციფრული ტრანსფორმაციის პროგრამა The Digital Banker-მა საქართველოში საუკეთესოდ აღიარა
ტელეკომპანია ფორმულას შენობაში ხანძარია, მაუწყებლობა შეწყდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics