|
2016-04-08 18:29:00, 505 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე: „ქართულმა ოცნებამ“ ხალხის მხარდაჭერის იმედი საბოლოოდ დაკარგა
„ პრემიერის განცხადება, რომ მთავრობას არ აქვს ფული, მხოლოდ ერთს ნიშნავს - მათ იციან დაკარგეს ხალხის მხარდაჭერა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით გეგმავენ არჩევნების მოგებას“,-ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დავით ბაქრაძე პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომლის თანახმადაც მთავრობას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ დამატებით 7-8 მილიონი ლარი გადაიხადოს იმის გამო, რომ დღეიდან ჩაირთოს მრიცხველი არჩევნებისთვის. ბაქრაძის განცხადებით, მთავრობა, რომელიც ასეულობით მილიონს ხარჯავს პრემიებსა და დანამატებზე, ამტკიცებს, რომ მას არ შეუძლია რამდენიმე მილიონი ლარი გამოყოს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის. „მთავრობა, რომელიც ასეულობით მილიონს ხარჯავს საკუთარ პრემიებსა და დანამატებზე, მთავრობა რომელმაც გუშინ 30 მილიონი გამოყო კონცერტების ჩასაარებლად, დღეს გვიმტკიცებს რომ მას არ შეუძლია რამდენიმე მილიონი გამოყოს ნორმალური და დემოკრატიული საარჩევნო გარემოს შესაქმნელად. ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ ქართულმა ოცნებამ საბოლოოდ დაკარგა ხალხის მხარდაჭრის იმედი და ისინი მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსის ხარჯზე აპირებენ არჩევნების მოგებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნება აუცილებლად წააგებს არჩევნებს, ვინაიდან ყველა მთავრობამ რომელმაც დაკარგა ხალხის მხარდაჭრა არჩევნები წააგო. ამავე ბედს გაიზიარებს ოცნებაც“, - განაცხადა ბაქრაძემ.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)