|
2016-04-08 14:24:07, 403 ნახვა
პოლიტიკა
სუბარი: ირაკლი სესიაშვილს მოვუსმინე და გაოცებული დავრჩი
„მოვუსმინე ირაკლი სესიაშვილს და სიმართლე გითხრათ ცოტა გაოცებული დავრჩი, მე არ ვიცი რა 80%-ზეა საუბარი, დაპირებების აბსოლუტური უმრავლესობა არის შესრულებული”,-ასე გამოეხმაურა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ დაპირებების 80% შესრულებულია, ხოლო დანარჩენ 20%-ს არჩევნებამდე ამოწურავენ. „მითუმეტეს იმ ფონზე, რაც ხდება, როცა ქვეყნის ირგვლივ მართლაც ამდენი ომია, ამდენი საომარი კონფლიქტი დაიწყო და ასეთი ეკონომიკური დაცემაა, საქართველო აგრძელებს სტაბილურ განვითრებას, საქართველომ მოახერხა, რომ ამ ხნის განმავლობაში კონფლიქტის წარმოშობის მცირედი ნაპერწკალიც არ ყოფილა, პირველი შემთხვევაა, როდესაც თითქმის სამნახევარი წელი გავიდა ისე, რომ არ ყოფილა არც ერთი სროლა, არც ერთი მკვლელობა სასაზღვრო რაიონებზე, გრძელდება სამწუხაროდ ის ბორდერიზაციის პროცესი, რომელიც მრავალი წლის წინ არის დაწყებული და ეს პროცესი ბუნებრივია ვერ შევაჩერეთ, მაგრამ ამის შეჩერებას ძალიან დიდი ხნის ძალისხმევა და საერთაშორისო ძალისხმევა სჭირდება, სხვამხრივ, შემიძლია ვთქვა, რომ დღეს პროექტების აბსოლუტური უმრავლესობა სრულდება, მოხდა ჰუმანიზაცია ხელისფულების, მოხდა ხელისუფლებისა და საზოგადოების დიალოგის ისეთ დონემდე აყვანა,რაც არ ყოფლა საქართველოს ისტორიაში არასდროს, მოხდა ადამიანის პრიორიტეტიზაცია ყველა პროექტში, იქნება ეს ჯანდაცვა, თუ თვითმმართველობის რეფორმა, თუ სხვა, ასეთი რეფორმატორული მთავრობა თამამად შემიძლია ვთქვა, არ ყოფილა. ვერც ერთმა მთავრობამ ვერ გაბედა, რომ საქართველოში თვითმმართველობის რეფორმა განმეხორციელებინა, მეტსაც გეტყვით, ის, რაც იყო შევარდნაძის პერიოდში, რა უფლებებიც ჰქონდათ თვითმმართველობას, წართმეული იქნა წინა ხელისუფლების პირობებში და ჩვენ ამ მხრივ გავატარეთ უსერიოზულესი რეფორმა და იგივე შემიძლია ვთქვა სხვა მიმართულებითაც”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)