|
2026-09-22 10:35:43, 247 ნახვა
საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრი - უკანასკნელ პერიოდში გახშირებული გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევები გამოწვეულია ნოროვირუსით
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, ჩატარებული კვლევებით დადასტურებულია, რომ თბილისის მასშტაბით უკანასკნელ პერიოდში გახშირებული გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევები გამოწვეულია ნოროვირუსით. NCDC-ის განმარტებით, ბავშვების უმრავლესობა, რომელთაც ეს ვირუსი ამ უკანასკნელი დღეების განმავლობაში აღენიშნათ, უკვე გამოჯანმრთელდნენ და სამედიცინო დაწესებულებები დატოვეს. მათივე ცნობით, შემთხვევები რაიმე გართულებების გარეშე მიმდინარეობდა და გართულების რისკი კვლავაც არ იკვეთება. „საზოგადოების გაზრდილი ინტერესის გათვალისწინებით, სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი წარმოგიდგენთ მიმდინარე განახლებულ ინფორმაციას თბილისის მასშტაბით უკანასკნელ პერიოდში გახშირებული გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევების თაობაზე. ჩატარებული კვლევებით ამჟამად დადასტურებულია, რომ აღნიშნული გახშირებული შემთხვევები გამოწვეულია ნოროვირუსით. ბავშვების უმრავლესობა, რომელთაც აღენიშნათ ეს ვირუსი ამ უკანასკნელი დღეების განმავლობაში, უკვე გამოჯანმრთელდნენ და დატოვეს სამედიცინო დაწესებულებები. შემთხვევები მიმდინარეობდა რაიმე გართულებების გარეშე. მეთვალყურეობა გრძელდება და რაიმე გართულების რისკი კვლავაც არ იკვეთება. დაავადების შემდგომი გავრცელების შეკავების მიზნით რეკომენდებულია ყურადღება მიექცეს ხელის ჰიგიენას - განსაკუთრებით, საკვების მიღებამდე და ტუალეტით სარგებლობის შემდეგ. ეს რეკომენდაცია ეძლევა განსაკუთრებით მათ, ვისი ოჯახის წევრებს ან კონტაქტში მყოფ პირებს ჰქონდათ აღნიშნული დაავადება. ნოროვირუსის მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანია: სწორი ჰიდრატაცია, ორგანიზმში სითხის აღდგენა; კვების რეჟიმის დაცვა - მინიმუმ 3-4 დღის განმავლობაში რძის პროდუქტების, ცხიმიანი, შემწვარი და ცხარე საკვების რაციონიდან ამოღება; დიარეისა და ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება - მხოლოდ ექიმის დანიშნულებით,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
სურსათის ერვონულმა სააგენტომ ბაღების საკვებიდან ამოღებულ არცერთ ნიმუში დარღვევა არ დადასტურდა
ერთმა არასრულწლოვანმა, მოქალაქის კუთვნილი მოტოციკლი, ხოლო მეორემ მიკროავტობუსი გაიტაცა - პოლიციამ ექვსი არასრულწლოვანი დააკავა
საწვავი გაძვირებას განაგრძობს - პრემიუმი - ₾4.09, რეგულარი - ₾3.75, დიზელი - ₾4.87
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)