02:54 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-08 13:12:26, 434 ნახვა

პოლიტიკა
შალვა თადუმაძე: არგუმენტი, რატომ არ უნდა დაინიშნოს არჩევნები 8 ოქტომბერს, არავის აქვს

მთავრობის საპარლამენტო მდივნის შალვა თადუმაძის განცხადებით, არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ უნდა დაინიშნოს არჩევნები 8 ოქტომბერს, არც არასამთავრობო ორგანიზაციებს და არც სხვა სფეროს წარმომადგენლებს არ აქვთ.

მისივე განმარტებით, იურიდიულ და  ტექნიკურ უზრუნველყოფაზე ყველა დაინტერესებულ პირთან კონსულტაციები მიმდინარეობს.

„როგორც მოგეხსენებათ, პრემიერმინისტრსა და პრეზიდენტს  შორის გაიმართა კონსულტაცია,  რის შედეგადაც მიღებულ იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 8  ოქტომბერს. ამის ტექნიკურ და იურიდიულ უზრუნველყოფას  მოვახდენთ იმ კონსულტაციების შემდეგ, რომელიც მიმდინარეობს, როგორც მთავრობის ადმინისტრაციას, ისე პრეზიდენტის ადმინისტრაციას, პარლამენტსა და ცესკო-ს შორის. შესაბამისად,  არგუმენტი იმისა, რომ 8 ოქტომბერს არ უნდა დაინიშნოს არჩევნები, არც არასამთავერობოებს გააჩნია, არც სხვა სფეროს წარმომადგენლებს, რომლებსაც განსხვავებული აზრი აქვთ.

უბრალოდ აქ არის საკითხი  იურიდიულ და  ტექნიკურ უზრუნველყოფაზე. ამ მიმართულებით  მიმდინარეობს  ყველა დაინტერესებულ პირთან კონსულტაციები“, -განაცხადა თადუმაძემ.

მისივე თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის თარიღი  ვერ შეიცვლება: 

„იქიდან გამომდინარე, რომ საარჩევნო კოდექსი ამბობს იმ მინიმუმს, რომელიც უნდა იყოს და ეს არის არაუგვიანეს 60 დღისა“, - განაცხადა თადუმაძემ და დასძინა, რომ კონტრასიგნაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება  10 დღის განმავლობაში იქნება მიღებული. 

პრეზიდენტის განკარგულებების მიხედვით, მორიგი საპარლამენტო არჩევნები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება. ეს განკარგულება ძალაში 2016 წლის 8 აგვისტოდან შევა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics