13:58 - 20 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-18 14:13:25, 794 ნახვა

ეკონომიკა
თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

თიბისი აზიის განვითარების ბანკის (ADB) „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოების“ გამარჯვებულია. ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში თიბისიმ აღიარება ორ კატეგორიაში მოიპოვა: „წამყვანი პარტნიორი ბანკი საქართველოში“ და „ლიდერი მწვანე დაფინანსებაში“. ჯილდოები ბანკს ყოველწლიურ ღონისძიებაზე, სინგაპურში გადაეცა.

„წამყვანი პარტნიორი ბანკის“ კატეგორიაში თიბისიმ წელს 12-ედ გაიმარჯვა. ჯილდო ბანკს ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის (TSCFP) ფარგლებში, ბოლო ერთ წელში განხორციელებული ყველაზე მეტი ტრანზაქციისთვის გადაეცა. ADB-ს პროგრამით, თიბისი ბიზნესებს სწორედ ვაჭრობის დაფინანსებაში ეხმარება და ხელს უწყობს საერთაშორისო ტრანზაქციებში.

მწვანე დაფინანსების ჯილდო კი ბანკმა იმ პროექტების მხარდაჭერისთვის მიიღო, რომლებიც ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად გარემოზე ზემოქმედების შემცირებას უწყობს ხელს. ამ კატეგორიაში თიბისიმ წელს პირველად გაიმარჯვა.

„აზიის განვითარების ბანკისგან მიღებული ჯილდოები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენს პარტნიორებს საერთაშორისო სტანდარტის პროდუქტს ვთავაზობთ; ორიენტირებული ვართ მათს საჭიროებებზე და ვაწვდით ინოვაციურ, თანამედროვე და რაც მთავარია, შეუფერხებელ სერვისს. სწორედ ამიტომ 47%-მდე წილით ბაზრის ლიდერები ვართ და 1000-ზე მეტი ბიზნესი გვენდობა. რაც მთავარია, ვაგრძელებთ მწვანე და მდგრადი დაფინანსების განვითარებას, რაც თიბისისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია”, - თამარ ხიზანიშვილი, თიბისის ვაჭრობის ფინანსირებისა და ფაქტორინგის დეპარტამენტის დირექტორი.

“მოხარული ვართ, რომ თიბისი “საქართველოში წამყვან პარტნიორ” ბანკად და “მწვანე დაფინანსების ლიდერად” დავასახელეთ. ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით თიბისი ბიზნესებს საერთაშორისო ბაზრებსა და ფინანსებზე წვდომაში ეხმარება; მდგრადი პროექტებისადმი ერთგულებით კი თიბისი იმ მიმართულებას მიჰყვება, რომლის გაძლიერებასაც სხვა პარტნიორებთანაც ვისურვებდით. ვულოცავ თიბისის გუნდს დამსახურებულ ჯილდოებს“, - სტივენ ბეკი, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამის ხელმძღვანელი.

ADB მრავალმხრივი განვითარების წამყვანი ბანკია, რომელიც მხარს უჭერს ინკლუზიურ და მდგრად ეკონომიკურ ზრდას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობით, ბანკი რთული გამოწვევების ერთობლივად გადაჭრას ემსახურება. ინოვაციური ფინანსური ინსტრუმენტებისა და სტრატეგიული პარტნიორობების დახმარებით ADB მუშაობს: ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაზე, ხარისხიანი ინფრასტრუქტურის შექმნასა და გარემოს დაცვაზე. ბანკი 1966 წელს დაარსდა და 69 წევრი ჰყავს, მათ შორის 50 - რეგიონიდან.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
CNN: ტრამპმა ბოლო 12 დღის განმავლობაში განსაკუთრებით უცნაური საქციელი გამოავლინა
დაავადებათა კონტროლის ცენტრი - ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შემთხვევებს მნიშვნელოვანი გართულებები არ მოჰყოლია
112-ში ზარები შეფერხებით შედის - გამოქვეყნდა ალტერნატიული საკონტაქტო ნომრები
მოსკოვის აეროპორტებში 30-ზე მეტი რეისი ვერ დაეშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics