|
2026-09-17 17:29:57, 19929 ნახვა
სპორტი
"ქომაგობა არ ჩერდება" – ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს
საქართველოს ბანკი, როგორც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი, ნაკრების მხარდასაჭერად ახალ კამპანიას იწყებს – „ქომაგობა არ ჩერდება“. 25 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის საშინაო მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდება. თუმცა, არსებული შეზღუდვების გამო, ჩვენი ფეხბურთელები ამჯერად ცარიელი ტრიბუნების წინაშე ითამაშებენ. სწორედ აქედან დაიბადა კამპანიის იდეაც: თუ გულშემატკივარი სტადიონზე ვერ მივა, მაშინ თავად ქალაქი იქცევა საგულშემატკივრო ტრიბუნად. თუ სტადიონი ჩუმადაა, ხმაურობს ქალაქი! საქართველოს ბანკის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ნაკრების გულშემატკივრების ერთობლივი ძალისხმევით, მატჩის დღეს თბილისში, დინამოს მიმდებარედ. სპეციალური გულშემატკივართა ზონები მოეწყობა. ასე ფეხბურთის მთავარი ემოცია, ჟინი და ქომაგობა მხოლოდ დინამო არენაზე კი არა, თბილისის ქუჩებზეც გავრცელდება. გულშემატკივართა ზონები მოეწყობა ცაბაძის კუთხეში, თამარ მეფის ხიდთან, დინამო არენასთან და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიასთან, სადაც გულშემატკივრები შეძლებენ, თამაშზე ხმაურით შეაცილონ ნაკრები და შეახსენონ, რომ ქომაგობა სტადიონის კართან არ იწყება და არც მთავრდება, რომ ქომაგობას შეზღუდვები ვერ აჩერებს. „გულშემატკივარი ეროვნული ნაკრების ძალის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამჯერად ტრიბუნებზე ვერ ვიქნებით, მაგრამ ეს ჩვენს ქომაგობას ვერ შეაჩერებს. პირიქით, გვაძლევს შესაძლებლობას, ფეხბურთის ემოცია მთელი ქალაქის მასშტაბით გავაერთიანოთ. გვინდა, ჩვენმა ფეხბურთელებმა იგრძნონ, რომ ისინი მარტო არ არიან და რომ მათი გულშემატკივრობა არ ჩერდება. 25 სექტემბერს თბილისი გულშემატკივართა ტრიბუნა იქნება და ერთმანეთის გვერდით დგომით გავამხნევებთ ნაკრებს. ერთად ვაჩვენოთ, რამდენი ძალა აქვს ქართულ ქომაგობას“, — აცხადებენ კამპანიის ორგანიზატორები. მოდით, ერთად გავავსოთ ქალაქი ფეხბურთის ემოციით, ხმაურით და ჩვენს ნაკრებს ჩვენი მხარდაჭერა გავაგონოთ, რადგან არცერთი მიზეზის გამო „ქომაგობა არ ჩერდება".
პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებას 2026 წლის გაფართოების შესახებ ანგარიში ოფიციალურად გადასცა
თიბისის ციფრული ტრანსფორმაციის პროგრამა The Digital Banker-მა საქართველოში საუკეთესოდ აღიარა
ტელეკომპანია ფორმულას შენობაში ხანძარია, მაუწყებლობა შეწყდა
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)