|
2026-09-16 11:29:48, 254 ნახვა
პოლიტიკა
ჯაღმაიძე: პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ვიცოდით
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე წერს, რომ მათთვის ცნობილი იყო იმის შესახებ, რომ კათალიკოს პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი არ დახარჯულა, რადგან "სხვადასხვა მომსახურებაში ორგანიზაციებმა თუ კერძო პირებმა უმეტესად უარი თქვეს ჰონორარზე ან ხელფასზე". "პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო იმთავითვე. განსაკუთრებით იმ პერიოდში, ქალბატონ თიკა რუხაძესთან ხშირი კომუნიკაცია გვქონდა და მისგანვე ვიცოდით, რომ სხვადასხვა მომსახურებაში ორგანიზაციებმა, თუ კერძო პირებმა უმეტესად უარი თქვეს ჰონორარზე ან ხელფასზე. ეს საჯაროდ დაადასტურა პრემიერმა და იმედია დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისა და ცილისწამებისთვის", - წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. ეს განცხადება დეკანოზმა მას შემდეგ გააკეთა, რაც 13 სექტემბერს ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სამთავრობო რუსთავი 2-ის ეთერში დებატების დროს კულტურის სამინისტროში შესაძლო კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა: "თქვეს, რომ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით ხარჯები იყო არაკეთილსინდისიერად გაწეული და აქედან თითქოს მოიპარეს ფული. პირველადი მონაცემებით, გამოყოფილი იყო 3 მილიონი ლარი, საიდანაც მხოლოდ 722 000 დაიხარჯა. იქ ვიღაცას რომ ფულის მოპარვა ნდომოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა. ეს არის პირველადი ინფორმაცია. კიდევ უფრო მეტად ჩავყვები და დეტალურ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით წარვუდგენთ საზოგადოებას", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)