|
2026-09-14 16:54:53, 1653 ნახვა
ეკონომიკა
აგვისტოში საქართველომ ტურიზმიდან $695 მილიონის შემოსავალი მიიღო- G&T
“გალტ ენდ თაგარტის” შეფასებით, აგვისტოში საქართველომ ტურიზმიდან 695 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. საინვესტიციო ბანკი მიუთითებს, რომ ეს წლიურად 8.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. სხვადასხვა ინდიკატორებზე დაყრდნობით გაკეთებული წინასწარი შეფასებით, ჯამში, 8 თვეში საქართველოში ტურიზმის შემოსავლები 3.2 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა, ამ შემთხვევაში ზრდა მხოლოდ 1.6% შეადგენს. ზრდის დაბალი მაჩვენებელი გაზაფხულზე ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გამო ტურიზმში დანაკლისმა განაპირობა. “ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს” - წერს ახალ ანგარიშში “გალტ ენდ თაგარტი”. დღეს ეკონომიკის სამინისტრომაც განაცხადა, რომ საავიაციო სექტორში დადებითი დინამიკაა მგზავრთა გადაყვანის მიმართულებითაც. უწყების ცნობით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები საანგარიშო პერიოდში 5.7 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც გასულ წელთან შედარებით 1%-ით მეტია და ბოლო ათწლეულის მანძილზე, წლის პირველი 8 თვის ჭრილში, ყველაზე მაღალ შედეგს წარმოადგენს. ტურიზმის დეტალური მაჩვენებლები სავარაუდოდ 15 სექტემბერს გახდება ცნობილი.
სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის ადამიანის უფლებადამცველები რეპრესიულ გარემოში საქმიანობენ - ევროკომისიის ანგარიში
საქართველოში სასამართლო სისტემისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში ზედიზედ მესამე წელია უკუსვლა ფიქსირდება - ევროკომისიის ანგარიში
ფესვგადგმული ოლიგარქიული გავლენა ხელს უწყობს სახელმწიფოს მიტაცებას და ხელს უშლის დემოკრატიულ კონსოლიდაციას - ევროკომისიის ანგარიში
ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და მედიის საოპერაციო გარემოზე კვლავ უარყოფითად მოქმედებს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია საშუალებებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ შევიწროების, დაშინებისა და თავდასხმების მუდმივი ფაქტები - ევროკომისიის ანგარიში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)